"დიდი მადლობა პატრულს..."

Image

თუ ღამეა და გვიანი, თბილა და მთვარე გზას გინათებს, ვითომ რატომ არ უნდა მოგინდეს შენი პროვინციული ქალაქის წყნარ ქუჩებში გასეირნება?

და თუ ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ არ გეძინება და სხეულში პოეტური სული გიჭყავის, შინ რაღა დაგაყენებს?

 

შენც ადგები და გარეთ გახვალ, მეჩხერი ილუმინაციის ფონზე ბოდიალს იწყებ. თან გაუკაცურებული ქუჩებისგან ოდნავ აფორიაქებულ ზურგს ის ფაქტი გიმაგრებს, რომ შემდგარ სახელმწიფოში ცხოვრობ, რომელშიც მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცულია.

 

შორიდან პატრულის ციმციმა ნათურები შენიშნე, სიბნელეს ციცინათელასავით რომ მოაპობს და დაცულობის გრძნობა კიდევ უფრო განგიმტკიცდა, აი, თურმე რას ნიშნავს მზრუნველი სახელმწიფო, სახელმწიფო რომელშიც მანიაკთა პარპაში აღკვეთილია და წესრიგი დაცული. პატრული გაგისწორდა, ალბათ საცაა ჩაგივლის, მაგრამ არა, ვარაუდი გიცრუვდება, პატრულმა სვლა შეანელა.

 

მანქანაში ოთხნი სხედან, სამსახურეიბრივი უფლება-მოვალეობებისაგან გაწიწინებულ გამომეტყველებაში ზომიერი სიმკაცრის ელემენტებიც შეინიშნება. ერთ-ერთმა უკანა კარების მინა ჩამოსწია და თითით მიგიხმო, დაემორჩილე.

 

-სად მიდიხარ? - ჰმ, თითქოს დაკითხვაზე ამოჰყავი თავი, გიკვირს.

-არსად, ისე დავდივარ.

-ისე რატომ დადიხარ ამ შუაღამით? სად ცხოვრობ?

 

ცოტათი უკმეხად უპასუხე. რატომ გელაპარაკება დამნაშავესავით ეს სანდომიანი კაცი? სხვებს გადაჰხედე, ისინიც ისე გიყურებენ, თითქოს რაღაცას მალავ.

 

-რამე პრობლემაა? - ბრაზდებისავით.

-უძილობა გჭირს თუ რატომ დასეირნობ ასეთ დროს? - ახლა მეორე ერთვება დიალოგში.

-მსიამოვნებს და ვსეირნობ, რამეს ვაშავებ? - ერთმანეთს უკმაყოფილოდ გადახედეს.

-სად სწავლობ? - პასუხობ, ამასობაში საჭესთან მჯდარს მობეზრდა თქვენი საუბარი და თავი გაანებე, წავიდეთო, მოუწოდა უკან მჯდომს, მოიცა, მოიცაო ამან, უკანასკნელად შემოგხედა (აშკარად არ ეთმობი) და უცებ ისეთი მუქარა დაგიბრეხვა, გაკვირვებასაც ვერ ასწრებ:

-ჰოდა, თუ გინდა მანდ სწავლის გაგრძელება, ბლატაობას მოეშვი. - მანქანა დაიძრა, ცოტა ხანში შენც დაიძარი.

 

მართალია, ამ შემთხვევამ ჩვენს დაცულ სახელმწიფოზე შენი მიამიტური წარმოდგენები საგრძნობლად გაახუნა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ჰკარგავ იმედებს. გამოხდა ხანი და კიდევ ერთხელ გაიარე ჩაბნელებულ ქუჩებში.

 

დიდხანს ისეირნე თუ ცოტა ხანს, პატრულის მანქანაც გამოჩნდა და შენთან მოახლოებისას სვლა კვლავ შეანელა, ამჯერად აღარ გაგკვირვებია და მიხვდი, რომ მორიგი დაკითხვა არ აგცდებოდა, ამიტომ წინასწარვე განემზადე.

 

კვლავ მიგიხმეს და კვლავ დაემორჩილე.

-სად მიდიხარ?

-არსად. ვსეირნობ.

-სად ცხოვრობ, ვისი შვილი ხარ? - ჩვენს პატარა ქალაქში ხომ ყველა ყველას გენიალოგიით ცნობს. პასუხობ.

-ასეთ დროს რატომ დასეირნობ?

-კანონს ვარღვევ?!

-არა, მაგრამ რა გინდა ასეთ დროს გარეთ?

-რა ასეთ დროს, კარანტინი ხომ არაა გამოცხადებული? - გეცინება. იმათ არ ეცინებათ.

-ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ცოტა თავმდაბლობა იქონიე, გამოგადგება მომავალში. - ჭკუას გარიგებს ერთ-ერთი და უცებ ხვდები, ამათთვის ყველანაირი შეპასუხება მიუღებელია, იუმორნარევიც კი.

 

თურმე, როცა პატრული გიახლოვდება, არ აქვს მნიშვნელობა დამნაშავე ხარ თუ არა, შიშით უნდა ძრწოდე. თურმე, როცა პატრული გელაპარაკება, არ აქვს მნიშვნელობა, დამნაშავე ხარ თუ არა, ისე უნდა უპასუხო, რომ მათ უსაზღვრო ავტორიტეტს ჩრდილი არ მიაყენო და არ აგრძნობინო რომ რაღაც უფლებები შენც გაქვს და კითხვის დასმა შენც შეგიძლია.

 

თურმე, თუ პატრულმა საჭიროდ მიიჩნია და ერთ გვერდში „დუბინკა“ გითავაზა, მეორე გვერდიც მორჩილად უნდა მიუშვირო (საბედნიერდ ეს უკანასკნელი ჰიპოთეზა საკუთარ თავზე არ გამოგიცდია).

 

რატომ? იმიტომ, რომ ეს არის პატრული, ღამის ციცინათელა, რომელიც ჩვენზე ზრუნავს და იმისთვის რომ ჩვენზე იზრუნოს, საჭიროა ყველა დამნაშავედ მიიჩნიოს, ვინც კი ქუჩაში ღამის თორმეტი საათის შემდეგ გაჭაჭანდება.

 

უსაფრთხოება მსხვერპლს მოითხოვსო, ნათქვამია, და შენც რა დაგრჩენია, იქნები ეს მსხვერპლი და თუ ოდესმე ინტერვიუ ჩამოგართვეს, გაღიმებული სახით იტყვი: „დიდი მადლობა პატრულს“.

 

ბექა ბერულავა

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

23.04.2014.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !