
ბერა ივანიშვილი, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს ემშვიდობება და თავის კლიპს "ცაში" ავრცელებს.
ბერა აშშ-ში კარიერის გაგრძელების მიზნით წავიდა. ჯერჯერობით დაუდგენელია, რა აზრია ჩადებული ბერას დამშვიდობებაში: მომღერალი სცენიდან მიდის თუ უბრალოდ, სოციალური ქსელებისთვის ვერ მოიცლის ხშირად:
"ძალიან მომენატრებით, ჩემო საყვარელო გულშემატკივრებო, მეგობრებო, გვანცა, ცოტნე, მამიკო და დედიკო... მუდამ თქვენი ბერა" - ასე გამოიყურება ბერასეული მინაწერი კლიპზე.