
"უკრაინსკაია პრავდა" ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს ფოტოს, რომელიც ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის შენობასთანაა გადაღებული.
ფოტოზე ასახულია პლაკატი, რომელიც იქ აქციის მონაწილეებმა მიიტანეს და სადაც ჩამოთვლილი, რომელ ერს რა უნდა დაუბრუნოს ვლადიმირ პუტინმა:
"ყირიმი - უკრაინას; ვიბორგი - ფინეთს; კენიგსბერგი - გერმანიას; სოხუმი - საქართველოს; ტირასპოლი - მოლდოვას; კურილია - იაპონიას; თავისუფლება - რუსებს".