
ლას ვეგასში მსოფლიოს ყველაზე მაღალი „ეშმაკის ბორბალი“ გაიხსნა.
მას „HighRoller“ დაარქვეს. ატრაქციონის სიმაღლე 165 მეტრია. „ეშმაკის ბორბალი“ 28 მინის კაბინას მოიცავს და თითოულ მათგანში შესაძლოა 40 ადამიანის მოთავსება.
იმისათვის, რომ ატრაქციონმა სრული წრე გაიაროს, ნახევარი საათი არის საჭირო. დღის განმავლობაში ბილეთი 30 დოლარი, ღამით კი 35 დოლარი ღირს.