
ქალი-"სუსტი" -თუ მომავლის სქესი?
სწორედ ამ კითხვას სვამს მეცნიერთა დიდი ნაწილი და დასკვნებს ბიოლოგიური თვალსაზრისის გათვალისწინებით
აკეთებს.
დღესდღეობით უამრავი ადამიანი თვლის, რომ მამაკაცს , ქალთან შედარებით, მეტი პრივილეგია აქვს .
მის სიძლიერესთან დაკავშირებულ მოსაზრებებს ქმნის მათი ფიზიკური მახასიათებდლები. მიიჩნევა
ოჯახის მეთაურად და შთამომავლობის გამგრძელებლად. თუმცა, დღევანდელი მეცნიერული წინსვლა
ზემოთაღნიშნულ სტერეოტიპებს ეჭვქვეშ აყენებს.
როგორც ვიცით, სქესს იქს(x) და იგრეკ(Y) ქრომსომა აღნიშნავს, ადამიანებში მდედრობით სქესს ორ იქს(XX) ქრომოსომა,
ხოლო მამრობითს ერთი იქსი(X) და ერთი იგრეკი(Y). დაიბადო მამაკაცად დამოკიდებულია იგრეკ (Y)ქრომოსომაზე.
ბიოლოგებმა აღმიაჩინეს , რომ იგრეკ ქრომოსომა შედარებით მოკლე და სუსტია. განსაკუთრებით სქესთან
შეჭიდული გენეტიკური დაავადებების მიმართ(დაავადებები, რომლებიც სქესთან ერთად მემკვიდერეობს)
აღმოჩენილია, რომ მზგავსი შემთხვევით იღუპება ბევრად მეტი მამაკაცი, ვიდრე ქალი, რადგან ქალებში მეორე იქსი
წინააღმდეგობას უწევს დაავადების გენს და ამიტომაც ქალი, შესაძლოა, მხოლოდ აღნიშნულის მატარებელი
იყოს.
ამის ნათელი მაგალითია ჰემოფილია- მომაკვდინებელი იქს ქრომოსომასთან შეჭიდული გენი, რომელმაც
რომანოვების სამეფო ოჯახი იმსხვერპლა. მზგავსი ფატალური შემთხვევა შეიძლება მდედრობით სქესშიც
დაფიქსირდეს, თუმცა ძალიან იშვიათად, იმ შემთხვევაში თუ მისი ორივე იქს ქრომოსომა ჰემოფილიის გენს
შეიცავს. მამაკაცებს გადარჩენის პრივილეგია არც ერთ შემთხვევაში არ აქვთ.
ბუნებაში შემთხვევით არაფერი ხდება,ყოველი თვისება თუ პროცესი ემსახურება ცოცხალი ორგანიზმის ადაპტაციას
გარემოსთან,ამიტომ , მეცნიერები სვამენ კითხვას:ასე გამეტებით რატომ იცავს ბუნება მდედრობით სქესს?!
აღმოჩენილია, რომ გადაშენების პირას მყოფ სახეობებში , მაშინ როდესაც მცირე სანსი არსებობს მდედრობითი მამრობითს
შეხვდეს და მოხდეს განაყოფიერება -მდედრობით სქესში მიმდინარეობს პართენოგენეზი(თვითგანაყოფიერება)
მზგავსი შემთხვევა დაფიქსირებულია ჩვენთვის ცნობილ კავკასიური მწვანე ხვლიკის მდედრებში.
მეცნიერების არ გამორიცხავენ ადამიანთა შემთხეხაში მზგავსი პრეცედენტის არსებობას კაცობრიობის მდგომარეობის
უკიდურეს შემთხვევაში.
ასეთი ფაქტები დაგვაფიქრებს, რომ წიგნს მხოლოდ ყდით არ აფასებენ. და ქალის ფიზიკური სუსტი მახასიათებლების
მიღმა თვითგადარცენის ძლიერი მექანიზმი იმალება.
მარიამ ნებიერიძე