პრემიერის „მეგობრული თხოვნა“: „ტელევიზიებმა დაასრულეთ „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდის ტირაჟირება“

Image

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელევიზიებს „მეგობრული თხოვნით“ მიმართავს და მოუწოდებს, „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის ტირაჟირება დაასრულონ.

 

ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ ექსკლუიზიური ინტერვიუს დროს გააკეთა და დაამატა, რომ მსოფლიო დაიღალა რადიკალური პოლიტიკისგან და რომ ხელისუფლება არ უნდა მოიქცეს ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლიდერი იქცეოდნენ.

 

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნჰენში ვიზიტსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ ვიზიტის დროს მხოლოდ საქებარი სიტყვები მოისმინა მათ მიერ წარმოებულ პოლიტიკასთან მიმართებაში.

 

„აუცილებელი არ არის რომ ისე მოვიქცეთ, როგორც იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და კერძოდ მათი ჯერკიდევ ლიდერი პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშილი.

 

მსოფლიო დაიღალა რადიკალური პოლიტიკისგან, რადიკალიზმის ადგილი აღარ არის თანამდედროვე მსოფლიო პოლიტიკაში, ეს ნათლად გამოჩნდა ყველგან და მიუნჰენის კონფერენციაზეც.

 

მე ჩვენი კოლეგებისგან მხოლოდ მოწონება მოვისმინე ჩვენს მიერ წარმოებული პოლიტიკისა, რაც გულისხმობს კონსტრუქციულ პოლიტიკას, ასე რომ საუბარი იმაზე, რომ ეს არენა მე სათანადოდ არ გამოვიყენე, არის მიუღებელი და უადგილო.

 

ყველა ის გზავნილი, რაც გასაჟღერებელი იყო, მკაფიოდ დავაფიქსირე, ყველამ მკაფიოდ მიიღო ეს გზავნილი, რომ საქართველოს მისწრაფება ევროპისა და ნატოსკენ არის შეუქცევადი პროცესი, საქართველოს მთავარი გადაწყვეტილება არის ქართველი ხალხის მიერ მხარდაჭერილი და ეს გადაწყვეტიელბა არ შეიცვლება.

 

თქვენ არ იცით, რა საუბარი მქონდა ევროპელ ლიდერებთან. ღია საუბარიც მქონდა და დახურული საუბარიც, თქვენ არ უნდა გაიმეოროთ „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა, მით უმეტეს, თქვენ, „მაესტრო“, არ უნდა იმეორებდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოთქმულ შენიშვნებს და კრიტიკას.

 

რაღაც სხვა რეალობაში ვცხოვრობთ ჩვენ და საზოგადოება მეტ განმარტებას საჭიროებს. მე არ ვაპირებ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოთქმულ კრიტიკას ვუპასუხო.

 

მე მსურს გისაყვედუროთ: პირდაპირი მნიშვნელობით, თქვენ არ გეკუთვნით, მაგრამ მსურს განვმარტო – არაერთგზის განვაცხადე, მოგიწოდებთ, რომ ტელევიზიებმა დაასრულეთ „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის ტირაჟირება, ეს, პირველ რიგში, თქვენ დაგაზიანებთ და დაკარგავთ მაყურებელს, ეს არის ჩემი მეგობრული თხოვნა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !