-
2014-02-05 19:47
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ მიიჩნევს, რომ ტერმინი „დევნილი“ უნდა შეიცვალოს.
„მაინტერესებს, რამდენად სწორია თვითონ ტერმინი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის: „დევნილი“ ჩვენ დავამკიდრეთ: „დევნილი“ პროცესს ნიშნავს, ანუ პირს, რომელსაც მოსდევენ. „გამოდევნილი“ ნიშნავს რომ რაღაც ადგილიდან წამოვიდა და იქ არის და ამაზე იქნებ გვემსჯელა, რომ პირდაპირი კალკი არ იყოს...
„დევნილი“ დავამკვიდრეთ ჩვენ და ამ დროს საქმე გვაქვს, რომ ადგილს ტოვებენ და მოდიან, ანუ, შემდეგ უკვე აღარ დასდევენ“, – განაცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ნუკრი ქანთარიამ.