
ქართველმა ინტერნეტმომხმარებელმა FireFace–მ ვიდეოპორტალებზე ქართული წარწერებით ატვირთა აფხაზეთის რეკლამირებისთვის განკუთვნილი ვიდეორგოლი, რომლისთვისაც კადრები 2013 წელს გადაიღეს.
ვიდეორგოლის ორიგინალი რუს დამსვენებლებსნ ულამაზეს აფხაზეთში თვალწარმტაცი ადგილების მოსანახულებლად და დაუვიწყარი დასვენებისთვის იწვევს – ამაზე რგოლის ბოლოს გამოჩენილი აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშაც მიანიშნებს.
ერთ–ერთ ფორუმზე რგოლის განხილვისას, „აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, თავად რუსმა ინტერნეტმომხმარებლებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ვიდეორგოლის ერთ მონაკვეთში, სადაც სუფრის გაშლაა ასახული, ქართული კონიაკი და ღვინოა გამოტანილი, ხოლო იმისთვის, რომ ეტიკეტი არ გამოჩნდეს, ბოთლები შეტრიალებულია, მეორე კადრში კი ფოკუსი განგებ არ სწორდება ალკოჰოლური სასმელების ბოთლებზე.