-
2014-02-03 13:57
მსახიობი ოთარ კობერიძე მუხროვანის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაზე კომენტარს აკეთებს.
„კვირის პალიტრასთან“ საუბრისას ხელოვანი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილისთვის „მსგავს წვრილმანებზე გამოკიდება არ შეიძლება“:
„მერაბიშვილს ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ არ ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს გაუმაძღარი მონსტრი იყოს და ორი და სამი გვამი სჭირდებოდა. არ არის ვანო ეგ კაცი! ვანო თავის სულით მშენებელი კაცია. კარგად გამართული შს სამინისტრო დატოვა... ვფიქრობ, ასეთ წვრილმანებზე გამოკიდება არ შეიძლება...
მშიერ ხალხს რომ ვხედავ, გული მიკვდება. მიკვირს, ასე გულგრილად როგორ უყურებენ ჩვენი მდიდარი ბიზნესმენები გასაცოდავებულ ხალხს... ქვეყანა სიკეთისკენ არ მიდის. არაფერია აყვავებული და არც დანაპირები - შესრულებული“, - აღნიშნავს კობერიძე.