"პლეიბოის" მოდელის საქციელი დედამ და მამად დასახელებულმა კაკო ვაშალომიძემაც დაგმეს (ვიდეო)

Image

ყოფილი მედავითნე თამუნა ვაშალომიძე, რომელიც რუსული „ფლეიბოის“ მოდელად და სექსსიმბოლოდ სახელდება, ცნობილი მუსიკოსის კაკო ვაშალომიძის ბიოლოგიური შვილი არ არის,-

, – ამის შესახებ „კვირას“ თავად მუსიკოსმა განუცხადა.

 

მისი თქმით, მან თამარის ზუსტი გვარი არ იცის, თუმცა წლების წინ, როდესაც გოგონა გაიცნო, ის დედის გვარს – ესიტაშვილს ატარებდა.

 

როგორც კაკო ვაშალომიძემ „კვირას“ განუცხადა, მისთვის თამუნას დედა მეორე მეუღლე იყო, რომელსაც თამარი პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. მუსიკოსი ამბობს, რომ მან საკუთარი გვარი გოგონას მას შემდეგ მისცა, როდესაც ის ჯერ კიდევ 16 წლის იყო.

 

კაკო ვაშალომიძის მეორე მეუღლე მარიამ სამსონის ასული ესიტაშვილია და მათ საერთო შვილი, კიდევ ერთი ვაჟი ჰყავთ, რომელიც უკვე 16 წლისაა და დღემდე მამასთან ცხოვრობს.

 

როგორც კაკო ვაშალომიძემ აღნიშნა, იგი შეურაცხყოფილია ფაქტით, რომ გადაცემაში – „იმედის კვირა“ ის გოგონას მამად დაასახელეს, მასთან კი ფაქტი არ გადაუმოწმებიათ.

 

მოდელს აკრიტიკებს და მის საქციელს გმობს თამუნას დედაც. ამავე გამოცემასთან საუბარში ის ამბობს, რომ ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ანტიქრისტე გააჩინა. მარიამ ესიტაშვილი აცხადებს, რომ მისმა შვილმა შეურაცხყოფა არა მარტო მას, არამედ მთელ ეკლესიას და მართლმადიდებლურ რელიგიას მიაყენა.

 

როგორც „კვირას“ ესიტაშვილმა განუცხადა, მას შვილთან უკვე ერთი წელია ურთიერთობა აღარ აქვს და მის სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობს.

 

„ძალიან ცუდად ვარ, საშინელი ტკივილები მაქვს, მაგრამ რაც „იმედის კვირაში“ ჩემმა შვილმა გააკეთა, ვერ მომინელებია ეს ყველაფერი. ეს არის საშინელება. წარმოგიდგენიათ, რა დღეში უნდა ვიყო ახლა მე? შემრცხვა, ჩემი შვილი შიშველი სხეულით რომ გამოვიდა. გარდა ამისა, მან გამოაცხადა მამად კაცი, რომელიც არ არის მისი მამა.

 

როგორ უნდა ვიყო ამის შემდეგ, კაცმა ყველაფერი გაუკეთა, რომ კარგ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო. კაკომ მისცა გვარი, მამობა გაუწია, მაგრამ ვერ გაიზარდა და დაგვღუპა ყველანაირად, ეს არის სირცხვილი! მაგის საქციელი არის უზნეობა. როგორ უნდა ვიყო, ან რანაიარად უნდა ვიყო კარგად. ყველაფერს თავი რომ დავანებო, მან ფეხქვეშ გათელა ჩვენი რელიგია, ეკლესია, სირცხვილია, რომ ამაზე ვიღაცამ პიარი ააგორა, ასე არ უნდა გააკეთებინათ. უბრალოდ მრცხვენია, რომ ასეთი შვილი მყავს. სირცხვილით ქუჩაშიც კი ვერ გავსულვარ… ჩემს შვილთან უკვე ერთი წელია საერთოდ ურთიერთობა არა მაქვს. ჩემს ზარებს არ პასუხობს, ფეისბუქზე დაბლოკილი ვყავარ, „ოდნოებშიც“ დაბლოკილი ვყავარ, საერთოდ“… – ამბობს მარიამ ესიტაშვილი.

 

იგი „კვირას“ თამუნას მამის ნამდვილ ვინაობას არ უმხელს. თუმცა, აღნიშნავს, რომ ბავშვი დაბადებიდანვე დედის გვარს ატარებდა.

 

„როცა თამუნა გავაჩინე, ჩემს გვარზე მყავდა დაბადებიდანვე, მამისი იყო არეულ-დარეული ადამიანი და საერთოდ არ მოუკითხავს ჩემთვის, ისე გავზარდე შვილი. პათოლოგი იყო მამამისი, სიცოცხლე ვაჩუქე ჩემს შვილს, გავზარდე, მინდოდა, რომ კარგი ადამიანი გაზრდილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერანაირმა ძალამ ვერ აჯობა… ალბათ, ანტიქრისტე გავაჩინე. ცუდად ვარ… ძალიან ცუდად ვარ”, – აღნიშნა თამუნა ვაშალომიძის დედამ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !