
"იმედის კვირაში" გადაცემის ნაწილი დაეთმო თამუნა ვაშალომიძეს, რომელიც ამჟამად Playboy-ს მოდელია. მანამდე ის მედავითნედ მსახურობდა და 16 წლის ასაკში მონასტერში დარჩენასაც გეგმავდა. ბავშვობაშიც საკმაოდ მორცხვი გოგონა იყო...
როგორც გადაცემაში იხსენებს, ყველაფერი უცებ არ მომხდარა, ანუ ეკლესიიდან პირდაპირ "პლეიბოიში" არ წასულა. მისი თქმით, აღსარებასაც აბარებს და ეზიარება კიდეც. "ახლა ჩემი მოძღვარი ამ გადაცემას უყურებს, სხვათა შორის", - ამბობს თამუნა, გადაცემის წამყვანების კითხვაზე კი, როგორია მისი სხეულის პარამეტრები, ამაყად პასუხობს:
90/ 64 /96.