
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესების და ზოგადად საქართველოს მიმართ ინტერესი უცხო, განსაკუთრებით რუსულენოვან მკითხველებში საგრძნობლად იკლო.
როგორც ჩატარებული მონიტორგის შედეგები აჩვენებს, ინტერესი ამ სეგმენტში საშუალოდ 35%-თაა შემცირებული. ანუ ყოველდღიური შემოსვლები ქართულ უცხოენოვან ინტერნეტ-გამოცემებზე საგრძნობლად არის დაკლებული.
აღნიშნული ტენდენცია კი მეტყველებს ერთ რამეზე - თუ ადრე შემოსვლები, შესაბამისად კი ინტერესი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მუდმივად მზარდი იყო, დღისათვის ეს პროცესი არა თუ შეჩერებულია, არამედ საგრძნობი უკუმაჩვენებლით მიმდინარეობს.
ამასთან აღსანიშანვია, რომ მკვეთრი ვარდნა ამ მოცემებისა 2013 წლის შუა გაზაფხულიდან იწყება. დამოუკიდებელი ექსპერტის, გოჩა გვარამიას განცხადებით, "ძნელია რაიმე კონკრეტული მიზეზი დაასახელო. აქ საქმე ზოგადად კომპლექსურ პრობლემებთან გვაქვს და ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
- საქართველოში, სახელმწიფოს მართვის ნაცვლად, პრაქტიკულად "სახლობანას თამაში" მიმდინარეობს;
- ქვეყნის აღმშენებლობის, არსებული პრობლემების მოგვარების ნაცვლად მთავრობა და პარლამენტის უმრავლესობის რიგი წარმოამდგენლები პირადი წყენის საფუძველზე შურისძიებით არიან დაკავებული;
- საქართველოს მთვრობის ნებისმიერი დონის დელეგაცია ჩვენი სტარეტეგიული პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსების მისამართით კრემლის სტილში გამოთქმული ჭკუის დამრიგებლური გამოხდომებითაა დაკავებული, როდესაც დასავლელი პარტინიორები მინიშნებებს განსაკუთრებით პოლიტიკურ დევნაზე აკეთბენ, ხოლო პასუხად ქართველებისგან მხოლოდ ერთს ღებულობენ - "ჩვენ ვიცით რასაც ვაკეთებთ და თქვენი საქმე არ არის" - რაც, პირდაპირ შეიძლება ითქვას, სამარცხვინო განცხადებების რიგს მიეკუთვნება და აზარელებს სახელმწიფოს ინტერესებს;
- არნახულად გაზრდილია კრიმინალი და რამდენიც უნდა იძახონ, რომ ვითარება ასე არ არის, რეალურ ცხოვრებაში ამ კრიმინალის ზრდას მოსახლეობა საკუთარ თავზე გრძნობს. უფრო მეტიც, გერმანიამ საქართველო ე.წ. შავ სიაში შეიყვანა. არადა, საქართველო სულ რაღაც ორი წლის უკან ევროპაში ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოდ იყო აღიარებული.
- ახალმა, ვითომ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილმა საიმიგრაციო პოლიტიკამ ბიზნეს სექტორიდან უცხოელი ინვესტორების გადინება გამოიწვია...
კიდევ შეიძლება ამ სიის გაგრძელება. ყველაფერმა ამან, საერთო ჯამში საქართველო უინტერესო გახადა. საქართველოში არაფერი საინტერესო არ ხდება, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიოსათვის საქართველო ნოვატორული იდეების მქონე ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად იყო ქცეული.
გარდა ამისა, არ ხდება მთავრობის დონეზე საქართველოს გაპიარება. ერთადერთი ამ მიმართულებით სააკაშვილის დაჭერის და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადების პაირკამპანიაა - "აი მოდით, ნახეთ, რა გამბედავები და სამართლიანები ვართ" - არავინ უკვირდება, რა შეფასება ეძლევა ამას, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ვერავის ვერაფერს უმტკიცებენ..." - აცხადებს გოჩა გვარამია.
იგივე საკითხის კომენტირებისას ექსპერტი, ინტერნეტ-გამოცემა "გრუზია ონლაინის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ცქიტიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველომ დაკარგა რეგიონში გეოპოლიტიკური მოთამაშის ფუნქცია, რაც ყველაზე დიდი შეცდომა იყო:
"საქართველო აღარაა რეგიონალური მოთამაშეც კი... საქართველოს მთავრობა კონცენტრირებულია შიდაპოლიტიკურ საკითხებზე, წინა ხელისუფლებასთან ანგარიშსწორებაზე, რაც არავის არ აინტერესებს საქართველოს გარეთ. საგარეოპოლიტიკურ ნაწილში კი არაფერი საინტერესო არ ხდება, არსად არაფერში არ მონაწილეობენ იშვიათი გამონაკლისების გარდა, და თუ მონაწილეობენ, იქაც წინა ხელისუფლებასთან ანგარიშსწორებით არიან დაკავებული.
რაც შეეხება რუსებს - მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლება "ჯიბეში ყავთ", ამიტომ ინტერესითაც არ იკლავენ თავს. თუმცა არის ერთი კანონზომიერება - სააკაშვილისადმი ინტერესი არ იკლებს. არ უყვართ, ვითომ არ აინტერესებთ, ვერ იტანენ და აგინებენ, მაგრამ საკმარისია მისი რამე განცხადება დაიდოს, რომ ინტერესი იზრდება და უფრო დიდხანს "ღეჭავენ" ამ ამბავს. ჩვენი ხელისუფლების განცხადებები კი აღარავის აინტერესებს. ყველა ერთმანეთს ჰგავს, ყველა ერთ თემაზეა, ყველა უინტერესოა. ახალ ხელისუფლებას ნიუსმეიკერობა აშკარად აკლია. ასეთია ჩემი დაკვირვება..." - აცხადებს ირაკლი ცქიტიშვილი.
რაც შეხება საქართველოს რეგიონალური მოთამაშის სტატუსს, შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პირველივე განცხადებებში გაიჟღერა, რომ ისეთმა ქვეყანამ, როგორიცაა საქართველო, არ უნდა იქონიოს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ თამაშებში რაიმე ზეგავლენა და არ უნდა ჰონდეს რაიმე პრეტენზია მთავარ როლზე ამ თამაშში.