-
2014-10-13 08:32
ლოტკინის გორაზე, ე.წ. მეტრომშენის კორპუსების მოსახლეობის მიერ გამოსახლებასთან დაკავშირებულ პროტესტზე "აფხაზეთის ხმამ" მასალა იმ დროს გამოაქვეყნა, როცა იქ სიტუაცია ჯერაც დაძაბული იყო. მოსახლეობის დაშოშმინება გვიან ღამით ზაზა გაბუნიამ და მოსახლეობასთან შეხვედრაზე მისულმა პოლიტიკოსებმა შეძლეს.
ორი კორპუსის მცხოვრებთა მხრიდან საპატრულო პოლიციის გადაწყვეტილების (24 საათის განმავლობაში კორპუსის დატოვების შესახებ) პროტესტზე ვიდეომასალა "ტაბულამ" გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, გასახლება 100–ზე მეტ ოჯახს შეეხება, მათი ნაწილი მიწისძვრითაა დაზარალებული, ნაწილი კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფია.
ადგილზე მისულმა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ თქვა, რომ კორპუსების საკითხი არის კერძო პირებს შორის დავა, თუმცა, ამ საკითხზე ხვალ მერიაში, 18 საათზე, იმსჯელებენ. აქციაზე მოსახლეობის მხარდასაჭერად მივიდა ნიკა მელია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" და ირაკლი ღლონტი პარტია "რეფორმატორებიდან".
შენიშვნა: "ტაბულას" ვიდეო, "აფხაზეთის ხმის" ფოტოები


