ეკა ხერხეულიძე ტანკისტის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში ჯარისკაცებისადმი საქართველოს პრეზიდენტის ფრაზას „ჩვენ უნდა მოვიგოთ ომი ბრძოლის გარეშე“ ეხმიანება.
„მე ვარ ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქე,რომელსაც არაფერი მაქვს იმაზე სანუკვარი ოცნება ,ვიდრე ქვეყნის დეოკუპაცია.
ჩემთვის სრულიად მიუღებელია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალის მოწოდება ეროვნული არმიის მიმართ "უბრძოლველად უნდა მოვიგოთ ბრძოლა"
მიუხედავად ჩვენი მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა ,ბ-ნი მარგველაშვილი ვალდებულია მითხრას,რომ ის მზად არის საკუთარი სიცოცხლე გასწიროს ქვეყნის მომავლისთვის.
მისი ვალია -ჯარს მოუწოდოს თავდადებისკენ და აამაღლოს მოტივაცია ნაციონალური ინტერესების დასაცავად .
უბრძოლველად არავის არაფერი მოუგია,უბრძოლველად მხოლოდ ნებდებიან !“, - წერს ეკა ხერხეულიძე „ფეისბუქში“.