
„ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია „თრიალეთის“ დამფუძნებლისა და ეროსი კიწმარიშვილის მეგობრის ბადრი ნანიტაშვილის მიერ რამდენჯერმე შეცვლილ კომენტარს ეხმიანება და რამდენიმე დეტალზე მიუთითებს.
„კიდევ გავიმეორებ.
ვისურვებდი, ვნახო ვიდეოფირი, თუ როგორ შედიან იარაღის მაღაზიაში ეროსი და ბადრი ნანეტაშვილი და ყიდულობენ იარაღს.
წარმოუდგენელია, რომ ეს ფირი არ არსებობდეს.
არა იმიტომ, რომ ეს ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილის მიზეზებს ახდის ფარდას, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ნანეტაშვილის ინფორმაცია.
ნანეტაშვილს შეუძლია ამ ფირის მოთხოვნა.
მარტივია - გამოითხოვოს, გვაჩვენოს და ყველა კითხვა მის გაუჩინარებასთან და ინფორმაციის არაერთხელ შეცვლასთან დაკავშირებით, გაქრება.
ეს მაინტერესებს არა ბადრი ნანეტაშვილის პატიოსნების შესამოწმებლად, არამედ იმაში დასარწმუნებლად, რომ არ არის ნანიტაშვილი სამართალდამცავების ზეწოლის ქვეშ.
თუ ეს ასე არ მოხდა, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ნანიტაშვილი ზეწოლის ქვეშაა. შეიძლება ვერც გავამტყუნოთ, თუ მას ემუქრებიან.
სხვაგვარად როგორ ავხსნათ, რომ პირველ კომენტარში საერთოდ არ უხსენებია იარაღი, როცა თვითმკვლელობას გამორიცხავადა.
მეორე, რუსთავისთვის მიცემულ კომენტარში, რომელიც დროში პროკურატურის მიერ განცხადების გავრცელებას დაემთხვა 15 ივლისს დარეგისტრირებულ იარაღთან დაკავშირებით, ნანიტაშვილმა თქვა, რომ ეროსიმ უთხრა, იარაღს რომ ყიდულობდა.
ხოლო მრავალსაათიანი გაუჩინარების შემდეგ მიცემულ კომენტარში ყვება, რომ ის თავად გაყვა მაღაზიაში ეროსის და ერთად აარჩიეს იარაღი.
მარტივია, როცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე არსებობს კითხვები და შეგიძლია ეს კითხვები მარტივად ამოწურო - უნდა ამოწურო.
თუ აღმოჩნდება, რომ იარაღის მაღაზიაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები არ ინახავს რამდენიმე დღის მასალას, მაშინ როდესაც ტაბულაში დამონტაჟებული კამერები ინახავს 30 დღეს, მაშინ ცხადი გახდება, რომ ნანიტაშვილს სამართალდამცავები ემუქრებიან და მუქარის ქვეშ ყვება იმას, რასაც ყვება.
შეუძლებელია ტაბულა 30 დღეს ინახავდეს მასალას და იარაღის მაღაზია რამდენიმე საათს.
თუ რამე არალოგიკურს ვამბობ, უფლებას გაძლევთ მესროლოთ ქვა“, - წერს „ტაბულას“ ხელმძღვანელი.