
„ტაბულა“ აქვეყნებს 2013 წელს ჟურნალ „სარკისთვის“ ეროსი კიწმარიშვილის მიერ მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტს, სადაც ეს უკანასკნელი „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული დავის შესახებ საუბრობს.
"ერთი სიტყვით, თუ დვალი და აქიმიძე მართლები არიან, მაშინ მეც მართალი ვარ და, თუ ქიბარია მართალი, მაშინაც მეც მაქვს მოთხოვნის უფლება, მაგრამ ბუნებაში შეუთავსებელია ის, რომ აქიმიძე–დვალიც და ქიბარიც მართლები იყვნენ.
დიდი ინტერესით ველოდები, როგორ აპირებენ ამ ორი თემის ერთმანეთში შერწყმას, რადგან ორივე გადაწყვეტილების შემთხვევაში მე "ცოცხალი" ვრჩები. უჩემოდ სასამართლო ვერ დაამთავრებს ამ თემას ”, - ამბობდა ეროსი კიწმარიშვილი „სარკესთან“ ინტერვიუში 2013 წელს.