როგორ იხსენიებდა ივანიშვილი კიწმარიშვილს და რა ბიზნესი აკავშირებდა ამ ორ პირს წარსულში

Image

გაურკვეველ ვითარებაში 15 ივლისს გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილისა და მილიარდერის, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ურთიერთობებზე infonet.ge (საქართველოს საინფორმაციო ქსელი) წერს.

 

„ეს, შესაძლოა, ჩვენს წარსულ ბიზნეს-ურთიერთობებს უკავშირდებოდეს“, - ეს განცხადება გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილმა ეროსი კიწმარიშვილმა 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის საპასუხოდ გააკეთა.  ამ ღია წერილში ეროსი კიწმარიშვილი ივანიშვილმა რამდენჯერმე ახსენა, რასაც თავად კიწმარიშვილმა მოულოდნელი უწოდა. 

 

ივანიშვილმა  “ქართული პარტია” ფსევდოოპოზიციურად მოიხსენია, ეროსი კიწმარიშვილს კი, ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელი უწოდა. ივანიშვილმა სწორედ ამის გამო გამორიცხა მასთან და  "ქართულ პარტიასთან" თანამშრომლობის შესაძლებლობა.

 

“მე ვე­კითხე­ბი "მა­ეს­ტ­როს" ჟურ­ნა­ლის­ტებს და თუნ­დაც მის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ა­სა თუ დამ­ფუძ­ნებ­ლებს - რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ას მარ­თავს ფსევ­დო­ო­პო­ზი­ცი­ო­ნე­რის, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის კომ­პა­ნია, ადა­მი­ა­ნის, რო­მელ­მაც სხვას რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, მი­სი­ვე აღი­ა­რე­ბით 2008 წელს დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად და­ა­სა­მა­რა ხალ­ხის რე­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნი, შე­იძ­ლე­ბა თუ არა, რომ ვი­ღა­ცას ჰქონ­დეს ილუ­ზია, რომ ასე­თი ტი­პის ადა­მი­ა­ნი გახ­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი სიტყ­ვის გა­რან­ტი?” – ნათვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში.

 

“იმა­ვე სა­ღა­მოს თქვენ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი გყავ­დათ სტუმ­რად და თუ პირ­ველ გა­და­ცე­მა­ში თქვენ ნამ­დ­ვი­ლად მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე იდე­ქით, კიწ­მა­რიშ­ვილ­თან სა­უბ­რი­სას სა­ოც­რად დათ­რ­გუ­ნუ­ლი, ყალ­ბი, უნი­ა­თო ბრძან­დე­ბო­დით და აშ­კა­რად გეტყო­ბო­დათ, რომ დაკ­ვე­თას ას­რუ­ლებ­დით”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

ესაა ამონარიდები ივანიშვილის 2011 წლის ღია წერილიდან, რომელსაც ეროსი კიწმარიშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისი პერსონით ასეთი გაღიზიანება.

 

„ეს, შესაძლოა, ჩვენს წარსულ ბიზნეს-ურთიერთობებს უკავშირდებოდეს“, - განაცხადა „ქართული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა ბიზნესი აკავშირებდა ივანიშვილს  კიწმარიშვილთან.

მაშინ ნეტგაზეთი წერდა იმის შესახებ, რომ ივანიშვილის ფონდ "ქართუდან" ეროსი კიწმარიშვილის ფონდმა "ორიათას ოცი(2020)" 2009 წელს 564 450 ლარი მიიღო შესწირის სახით. 

 

“ინფორმაცია, მე მგონი, მცდარია, მე ეროსი არასდროს არ დამიფინანსებია, გულწრფელად გეუბნებით. შეგიძლიათ ეს ინფორმაცია წერილობით გამოაქვეყნოთ და გაგცემთ შემდეგ პასუხს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ივანიშვილის ფონდმა მართლაც გადაურიცხა თანხა ფონდ 2020–ს, “ნეტგაზეთს” თავად ივანიშვილის კუთვნილმა “ქართუ ჯგუფმა” მიაწოდა. რაც შეეხება თავად ფონდ 2020–ს, მისი დამფუძნებელი და თავმჯდომარე რომ ნამდვილად ეროსი კიწმარიშვილია, ეს სამეწარმეო რეესტრის ამონაწერითაა დადასტურებული.

 

იმავე ამონაწერში მითითებულია, რომ ფონდს რამდენიმე დირექტორი ჰყავს, კერძოდ: ნოდარ რაზმაძე, რევაზ ადამია და ლევან ტვილდიანი", - წერდა „ნეტგაზეთი“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !