ეროსი კიწმარიშვილს დღეს ჟურნალისტ ქეთი ხატიაშვილთან შეხვედრა ჰქონდა შეთანხმებული

Image

გაზეთ "პრაიმტაიმის" ჟურნალისტი, ქეთი ხატიაშვილი, გადაცემა "არჩევანში" მისი და ეროსი კიწმარიშვილის სატელეფონი საუბრის შესახებ ჰყვება, რომელიც გუშინ შედგა. ჟურნალისტის თქმით, მას კიწმარიშვილმა რამდენჯერმე დაურეკა, დღეს კი მათ შორის შეხვედრა უნდა შემდგარიყო.

 

ქეთი ხატიაშვილის თქმით, კიწმარიშვილს მასთან საუბარი სამომავლო გეგმებზეც ჰქონდა, ამიტომ მისი თვითმკვლელობის ვერსიას ეჭვისთვალით უყურებს.

 

„ეროსი კიწმარიშვილმა გუშინ დამირეკა. უნდოდა ჩემთან შეხვედრა, მაგრამ, ვინაიდან ვიყავი ბავშვთან ერთად ანანურში, მან მითხრა, რომ როგორც კი ჩამოხვალ, შემეხმიანეო. მან არაერთხელ დამირელა. დღეს, დილით მე უნდა შევხმიანებოდი. იქიდან გამომდიანრე, რომ ჩვენთან, „პრაიმტაიმში“ იყო სარედაქციო თათბირი, ვერ მოვახერხე მასთან დილით შეხმიანება.

 

მოგვიანებით ვაპირებდი მასთან დაკავშირებას. რაღაც შეხვედრებიც მქონდა. ერთი საათი ვისაუბრეთ ტელეფონზე, ვრცლად. ძირითადი საუბარი გვქონდა მედიისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე. ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, „მაესტროზე“, „რუსთავი 2“-ზე.

 

მას „მაესტროსთან“ სასამართლო დავა ჰქონდა. „რუსთავი 2“-ზე თვლიდან, რომ დაიბრუნებდა, რადგან მისი ტელევიზია იყო. თუმცა, ოპტიმისტურად არ იყო განწყობილი. რეალურად უყურებდა, ფიქრობდა, რომ ეს შეიძლებოდა ხანგრძლივი პროცესი იყო. მას შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა. ის ძალიან ოპტიმისტურად, ენერგიულად იყო განწყობილი, საბრძოლო შემართება ჰქონდა. ჩემთვის შოკი, მოულოდნელობა იყო.

 

თვითმკვლელობა ჩემთვის დაუჯერებელია, იქიდან გამომდინარე, რომ მას, რამდენიმე სერიოზული პოლიტიკური პარტია წაუგია თავის კარიერის განმავლობაში და არ ჩავარდნილა დეპრესიაში. არ იყო მიდრეკილი პესიმისტური განწყობებისკენ.  ის, ყოველთვის უცდიდა დროს, რომ დადგებოდა მისი დრო, პოზიტიური ადამიანი იყო, წარმოუდგენელია, რომ თავი მოეკლა.

 

მრავალფეროვანი ურთიერთობები ჰქონდა ყველა მიმართლებით, მიჭირს რაიმეს თქმა. ალბათ, მაინც გამოძიებას უნდა დაველოდოთ და მოტივი გავიგოთ. რა მოტივს შემოგვთავაზებს გამოძიება, არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის უფრო მკვლელობას ჰგავს, თუმცა, არ მინდა წინასწარ დასკვნები ვაკეთო“, - განაცხადა ჟურნალისტმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !