
"იმ ერთი მილიონიდან, რომელიც ზურაბ ჯაფარიძესა და ირმა ნადირაშვილს აზერბაიჯანიდან თბილისში მოჰქონდათ, 350 ათასი დოლარი ირმა ნადირაშვილს ედო ჩანთაში". ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, თეა სიჭინავას თოქ-შოუში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გადაცემაში ბაქოში ქართველი დეპუტატების შეყოვნების სესახებ საუბრობდნენ, რა დროსაც "ინტერპრესმა" გაავრცელა ინფორმაცია ქართველი დეპუტატების დაკავების სესახებ, რომლებსაც თითქოს დიდი რაოდენობით ფული და ელექტროშოკები მოჰქონდათ.
კახა კალაძის თქმით, ეს საქმე მიჩუმათდა, რადგან სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის თემა იყო და ჩაწყნარდა. ჩვენც ბოლომდე არ მივყევით", - ამბობს ის.
კახა კალაძემ ასე ირმა ნადირაშვილის იმ განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც კახა კალაძის დახმარებით უკრაინიდან თბილისში ჩამოსული ე.წ. კანონიერი ქურდი სამართალდამცველებს მოარიდეს:
"არანაირი კავშირი "რამენასთან" არ მქონია. ეს თემა გაგრძელებაა იმ შავი კამპანიის, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყეს, რომ თითქოს იტალიაში შეხვედრა მქონდა ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან", - აღნიშნა კალაძემ.