
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პლანტაციებში მუშაობის თაობაზე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ტაბულას“ რედაქტორი გამოეხმაურა.
„პრემიერო, თქვე გამოთაყვანებულო, თავში რომ ტორიჩელის სიცარიელე გაქვთ, ცხადია - ეტყობა ქვეყანას, მაგრამ კბილები ხომ გაქვთ? ენას რომ დააჭიროთ, არ გამოვა?
პლანტაციაზე ვამუშავო“ არის უკიდურესად არაკორექტული გამონათქვამი და უკავშირდება ადამიანთა შორის ურთიერთობის ყველაზე სამარცხვინო ფორმას - მონათმფლობელობას.
ამ სიტყვებით პირველ რიგში საკუთარ გაუნათლებლობას, სიბნელეს, ბოღმას, არასრულფასოვნებას უსვამთ ხაზს. ისედაც მცირე თავს იმცირებთ.
და მეორე - რისი თავიც არ გაქვთ, იმას ნუ პირდებით ადამიანებს. პლანტაციაზე თქვენ მუშაობთ, აი ახლა as I write - ბიძინა ივანიშვილის პლანტაციაზე. მიშას ფეხს ვერ მოსჭამთ,“ - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.