უნდა ვიყოთ მშვიდად, მაგრამ ფხიზლად–უსუფაშვილი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე

Image

ის, რაც აფხაზეთში ხდება, არის უკიდურესად საყურადღებო, მაგრამ საგანგაშოს ჯერჯერობით ვერ დავარქმევ, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სოხუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას.

 

 

 
უსუფაშვილის განცხადებით, აფხაზეთში შექმნილი ვითარება სხვა ქვეყნის უპრეცედენტო და უკონტროლო გავლენის შედეგია. 

 


"საგანგაშო მდგომარეობა იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება. ოკუპაცია ზუსტად იმის ოკუპაციაა, რომ ოკუპანტი და ადგილობრივი პოლიტიკური რეჟიმი მოქმედებს სრულიად სხვა პრიორიტეტების და სხვა მიზნების შესაბამისად, ვიდრე ეს არის ქვეყნის სტრატეგია და ქვეყნის ინტერესი. ამიტომ ბოლო ხანებში განვითარებული მოვლენები საყურადღებოა. ჯერჯერობით, საგანგაშოს მას ვერ დავარქმევ, მაგრამ უკიდურესად საყურადღებოა რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა რეგიონში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ექსპერტებიც საუბრობენ იმის შესახებ, რომ ასოცირების ხელშეკრულების პროცესში შესაძლოა იყოს გარკვეული გართულებები. 

 


დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო საზოგადოების მცდელობით, ჩვენი სწორი პოლიტიკით, შევძლებთ იმას, რომ რაიმე სერიოზული პრობლემები ქვეყანას აღარ დაემატოს. ის რაც ამ დღეებში აფხაზეთში ხდება, არის ოკუპაციის გამო, ოკუპაციის მიზეზებით, საქართველოს ამ ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის, პრაქტიკულად უპრეცედენტო და უკონტროლო გავლენით. ასე, რომ უნდა ვიყოთ მშვიდად, მაგრამ ფხიზლად", - განაცხადა უსუფაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !