-
2014-06-01 03:52
ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტის (გერმანია) თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ჭოტორლიშვილი "ფეისბუქზე" წერს, რომ შესაძლოა, ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყოს.
"როგორც ჩანს, ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილის პროექტია. პირდაპირ ნაცმოძრაობიდან ვასაძეზე გადასვლა არ გამოვიდოდა, იმდენად დიდია განსხვავება. ხოდა შექმნა ბიძინამ კოალიცია ქართული ოცნება, ეხლა კი ძერწავს კოალიციის ოპოზიციას ვასაძის სახით.
კოალიციას ექნება უფრო ლიბერალური და დასავლეთისთვის მისაღები ფორმატი. ვასაძე კი ლაპარაკობს იმას რაც პრინციპში უნდა და რასაც იზიარებს ქართველების უმეტესობა. ასე აპირებს ივანიშვილი ალბათ, ორპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას, როდესაც ოპოზიციაც და ხელისუფლებაც თვითონ იქნება."
ლევან ჭოტორლიშვილის მოსაზრებას არ ეთანხმება "ტაბულას" ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი:
"გამორიცხულია, ამბიციური ვასაძე იყოს ბიძინა ივანიშვილის პროექტი", - წერს ის, - "ბიძინას პროექტი ბიძინას განუმეორებლობას, იდეალურობას და გენიას უნდა აღიარებდეს და უსიტყვო მორჩილებას აღუთქვამდეს. რაც შეეხება ცალკე ვასაძეს და ცალკე ბიძინას, ხელაღებით ვერ ვიტყვი, რომ ორივე კრემლის პროექტია, მაგრამ ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მოსკოვში ორივე აწყობთ...".
რადიო "თავისუფლების" ფოტო