-
2014-05-28 10:13
პოლიტოლოგი გია ნოდია „სამარცხვინოს“ უწოდებს ახალი მთავრობის რეაქციას უკრაინაში წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა შესაძლო დანიშვნის შესახებ. მისი თქმით, „ქოცები“ გრძნობენ „ნაციონალების“ ინტელექტუალურ უპირატესობას მათზე.
„ახალი მთავრობის ისტერიკა იმის გამო, რომ უკრაინელებს უნდათ წინა მთავრობის წევრები კონსულტანტებად, ძალიან სამარცხვინოა. გასაგებია, რომ არ გსიამოვნებს შენი ოპონენტების საერთაშორისო აღიარება, მაგრამ ობიექტურად ეს შენი ქვეყნის აღიარებაა, ასე რომ ღირსების გრძნობა შეინარჩუნე და გაჩუმდი მაინც.
ეს რეაქციები მოწმობს არა მხოლოდ არაკომპეტენტურობას დიპლომატიურ საკითხებში, არამედ არასრულფასოვნების კომლექსს: „ქოცები“ გრძნობენ „ნაციონალების“ ინტელექტუალურ უპირატესობას და ამის გამო ეშინიათ მათი („ვაიმე ისევ ესენი არ დაბრუნდნენ“).
ცოტა ძნელად წარმოუდგენიათ, რომ ამ მთავრობის მინისტრები ვინმე სადმე მიიწვიოს მრჩევლად. ეს კომპლექსი რომ არა, გაუგებარი იქნებოდა მათი რეაქცია“, - წერს გია ნოდია.