
ექსპერტი, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ მესამე ძალის ჩამოყალიბების პერსპექტივას ვერ ხედავს. მისი თქმით, ამას ფინანსების გარდა, „ბევრი სხვა რა“ სჭირდება. - ამის შესახებ ცინცაძემ „ივერიონთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა.
„რაც შეეხება მესამე ძალას, ამის პერსპექტივას ახლო მომავალში ვერ ვხედავ, რადგან მას, ფინანსების გარდა, კიდევ ბევრი რამ სჭირდება. ეს შეგიძლიათ ნახოთ ბიძინა ივანიშვილის მაგალითზე, რომელიც პოლიტიკაში მოვიდა უკანასკნელი, მაგრამ გახდა პირველი, ხოლო დღეს მის კოალიციას ჩამოშლა ემუქრება.
რამდენიმე თვის წინ იმედითა და ოპტიმიზმით განწყობილი კობახიძე და სხვები აღიარებენ, რომ მდგომარეობა უკვე რთულია. უკანასკნელი 2 წელია ხალხი განსაკუთრებით ნიჰილისტური და ინდეფერენტულია. კიდევ კარგი, დღეს ეს უკმაყოფილება დუღილის ბოლო წერტილამდე არ მისულა. 40 წელია პოლიტიკის ექსპერტიზას ვსწავლობ და იშვიათად მინახავს მსოფლიოში ივანიშვილის მსგავსი ლიდერი, ხალხის ფანატიკური ნდობა რომ ჰქონოდა, თუმცა ხალხის მოლოდინი არ გამართლდა!
ბიძინა ივანიშვილს უკვირს მარგველაშვილის ცვალებადობა, მაგრამ მე არა - ბიძინას კი ჩემზე ბევრი პოლიტიკური წიგნი წაკითხული არ ექნება. ადამიანი იცვლება პოლიტიკაში“, - ამბობს ცინცაძე „ივერიონთან“.