-
2014-05-20 16:27
ჟურნალისტი, გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სასჯელაღშრულების სისტემაში არსებულ სიტუაციას აღწერს და წერს, რომ თუ სოზარ სუბარი არ იყო იმის კურსში, სად რა ხდებოდა მის სამინისტროში, „სასწრაფოდ, მეოთხედ უნდა დაწეროს გადადგომის განცხადება“.
ელისო კილაძე წერს:
სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილი სიტუაცია ბევრად უფრო საგანგაშოა,ვიდრე წარმომედგინა:
1. დარბაისელი სუბარის დანიშნულია, ამდენად პასუხისმგებლობა მინისტრზეა.
2. თუ ეს ასე არ არის,მაშინ სოზარმა გაბედოს და დაასახელოს, ვინ იყო დარბაისელის რეკომენდატორი.
3.თუ სოზარი ამას ვერ გაბედავს(და ახლავე გეტყვით ,რომ ვერ გაბედავს)მე დავწერ,რომ დარბაისელი სისტემაში ზვიად ჯანყარაშვილის რეკომენდირებულია.
4.ვინც არ იცის ზვიად ჯანყარაშვილი ვინ არის,გეტყვით ,რომ პრემიერის მეუღლის მამიდაშვილია
5."შეთქმულების თეორიის"ავტორებს თუ დავუჯერებთ გადატრიალებას პრემიერის ცოლის მამიდაშვილის მიერ რეკომენდირებული კადრი აწყობდა (მე ეს არ მჯერა)
6.არ მჯერა რომ სოზარ სუბარმა არ იცოდა პრემიების გაცემის ამბავი.(გენინსპექციის შეფი მირზა სუბელიანი მაშინ რას აკეთებდა?)
7. არ მჯერა,რომ გიორგი ყავლაშვილის დანიშვნის ამბავი ჩემი ინტერვიუდან გაიგო
8.თუ არ იცოდი,მაშინ როგორ მინისტრი ხარ და სასწრაფოდ,მეოთხედ უნდა დაწერო გადადგომის განცხადება.
p.s.ჩემგან სუბარს გადაეცით,თუ მაინდამაინც კრიმინალურმა სამყარომ უნდა მართოს ციხე,მაშინ სვანებს კი არა ქუთაისელებს უნდა ჩააბაროს."