-
2014-05-19 13:00
რაინდი, მილიონერი და ქველმოქმედი ლევან ვასაძე მიიჩნევს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება პროგრამის ნაწილია, რომელიც ერის დეგრადაციას ისახავს მიზნად. მისი თქმით, ამ კანონს ცოტა ხნით მიაჩუმათებენ, რათა აჩვენონ, რომ თითქოს არაფერი ხდება და ამით მისი მოწინააღმდეგეების დისკრედიტაცია მოახდინონ.
„ამ ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებიდან გავა წლები და მოითხოვენ მამაკაცების ქორწინების დაკანონებას, მერე შვილის აყვანის უფლებას, მერე კი სკოლებში შევა პოლიცია და მშობლებსა და მასწავლებლებს უბრძანებს, არ უთხრან თქვენსა და ჩვენს შვილებს თავიანთი სქესი, რათა დაიცვან მათი უფლება, ზრდასრულ ასაკში სქესი თავად აირჩიონ“, - აღნიშნულია ლევან ვასაძის ღია წერილში, რომელიც მან თავად წაიკითხა „ქორთიარდ მარიოტში“ 17 მაისს ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე „ოჯახური ღირებულებები დღევანდელ მსოფლიოში“.
აღნიშნულ კონფერენციაზე ლევან ვასაძის გამოსვლის აუდიოვერსია სტატიას თან ერთვის.