
1991-92 წლებში საქართველოში მომხდარი შეიარაღებული სამხედრო გადატრიალების ერთე-რთი ორგანიზატორი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი 17 მაისს, ლოცვითი მსვლელობის დროს რუსთაველის გამზირზე მივიდა და განაცხადა, რომ პარლამენტი უნდა დაიშალოს, რადგან მან "გომოსექსუალების დასაცავი უსუსური კანონი" მიიღო.
"მე ავად ვარ და მაგიტო ვერ ვდგავარ, იქ დგანან ჩემი ბიჭები, ნახევარზე მეტი ჩემი ბიჭები არიან. უნდა შეიგნოს უსუპოვია თუ უსუფაშვილი, რომ ამ კანონის მიღება ძალიან ცუდად დამტარდება და ეს პარლამენტი აუცილებლად დაიშლება", - განუცხადა თენგიზ კიტოვანმა ჟურნალისტებს აქციაზე.