ბობოხიძე: ჩვენ ცოცხების კი არა, ვარდების პარტია ვართ, ცოცხებმა თქვენი პარტია მოიყვანა

Image

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ უკანონო მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტში განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრები იმ დროს იწყებენ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის 9 წლიან პერიოდზე საუბარს, როდესაც მათ კითხვებზე პასუხი არა აქვთ.

 

ბობოხიძემ თავის გამოსვლაში პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ქვეყნის პრემიერი აღარ არის.

 

„სადაც შეცდომა არ გაქვთ, იქ მშვენივრად ისმენთ შენიშვნებს. 9 წელზე ლაპარაკი იწყება მაშინ, როდესაც არა გაქვთ პასუხი. თქვენ გყავთ ორღობის პრემიერი. მე არ ვგულისხმობ ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან ის აღარ არის პრემიერი. ყველაფერზე ლაპარაკს იწყებს ივანიშვილით. იმედი მქონდა, რომ ეს ახალგაზრდა ქიზიყელი კაცი გაუძღვებოდა ქვეყანას.

 

ეს კადრები ბიძინა ივანიშვილს სჭირდება თქვენთვის. ჩვენ არც საწოლში და არც საწოლს გარეთ გადაღებული კადრების გვეშინია. არ მინდა იმ ჭორების დავიჯერო, რაც ამ კადრებზე თქვენი უმრავლესობის წევრებისგან ისმის. ამოიღეთ თქვენი ოპოზიციის  ტექსტები როგორ ითხოვდით დროებითი საგამოძიებო  კომისიების შექმნას და როგორ ვითხოვთ ჩვენ.

 

დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაქრეს ასპარეზიდან, ხვალ თქვენ აღარ იარსებებთ. ჩვენ ხშირად გვეძახიან ცოცხების პარტიას.  ჩვენ ვარდების პარტია ვართ. ცოცხებმა თქვენი პარტია მოიყვანა,“ - განაცხადა ბობოხიძემ.

 

news.ge 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !