-
2015-12-16 00:28
გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორმა, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ "არჩევანის" ეთერში კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა: ჟურნალისტი აცხადებს, რომ ადვოკატი, რომელიც ნარკომოვაჭრე ანასტასია ზაუტაშვილის ინტერესებს იცავს, დეპუტატ გედევან ფოფხაძის ახლო მეგობარია.
ამასთან, კილაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მირიან ნიკოლაძეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატად ამზადებს.
"მირიან ნიკოლაძის დღევანდელი განცხადება შანტაჟს შეიცავდა. ის ამბობდა, რომ, თუ წლის ბოლომდე რაღაც არ მოხდება, ვიღაც თვითდაზიანებას მიიყენებს. ამ ადვოკატის განცხადებებს არ ვენდობი იმიტომ, რომ ის გედი ფოფხაძის ახლო მეგობარია და ანასტასია ზაუტაშვილის სიჩუმის გარანტი. ნიკოლაძეს საგარეჯოს მაჟორიტარად ამზადებს "ქართული ოცნება," - განაცხადა ელისო კილაძემ თოქ-შოუ "არჩევანში".