
„ის ხალხი, რომელიც იყო ნაბეგვი, განდევნილი, დაუფინანსებელი მაქსიმალურად ამოვკენკე და შევქმენი ის გუნდი, რაც შეიძლებოდა. რეალობიდან რაც შეიძლებოდა ყველაფერი ამოვიღე და აღარაფერი დარჩა, რომ იმაზე უფრო აქტიური იყოს როგორც არის არასაპარლამენტო ოპოზიცია დღეს",
- ბიძინა ივანიშვილმა ეს განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, „რედისონში“, 2013 წლის 28 ოქტომბერს.
სწორედ ამ სიტყვას - „ამოვკენკე“ მიაქცია ყურადღება აშშ-ის ინდიანას შტატის უნივერსიტეტის პროფესორმა დოდონა კიზირიამ, რომელიც ორი წლის წინ წერდა:
„აი, ეს ზმნა - ამოვკენკე, განსაკუთრებით დამამახსოვრდა. თუ ფიქრობთ, რომ ვიგონებ, მოუსმინეთ და ნახავთ. ვფიქრობ, ბევრი ძებნა არ დასჭირვებია, ვინაიდან მისთვის გამოსადეგნი, როგორც ქაფი, ჭუჭყი და ექსკრემენტები, ყოველთვის ზედაპირზე ტივტივებენ.
საინტერესოა, დავახარისხოთ მისი არჩევანი. პირველ კატეგორიას ეკუთვნიან ისინი, რომლებიც პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ „მხედრიონის“ ყველა ბარბაროსობას, მკვლელობას, ქურდობას, გაუპატიურებას და სხვა მრავალგვარ ბოროტებას ამართლებდნენ და ედუარდ შევარდნაძეს ზარ-ზეიმით დახვდნენ აეროპორტში. აქ უმეტესობა ჩვენი სახელგანთქმული "პრივილიგენცია" იყო.
მეორე კატეგორიის ჯგუფში შედიან ისინი, ვინც საბჭოთა იდელოგიის აქტივისტები იყვნენ კომკავშირში თუ პარტიაში, ვინც ღიად, ფარულად თუ მოხალისედ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. მაგრამ ამ ორი კატეგორიის ხალხი იმდენია ჩვენს მზიან მხარეში, რომ ივანიშვილი ნამდვილად უნდა დამდგარიყო იმ პრობლემის წინ, რომელსაც ფრანგები უწოდებნ embarras de riches, რაც არის არჩევანის სიჭარბით შექმნილი სიძნელე.
ასეთი დიდი რიცხვიდან ყველაზე სასურველი პირების „ამოკენკვის“ ფაზა გაცილებით უფრო ძნელი უნდა ყოფილიყო. ამ ფაზაში მას უნდა შეერჩია მისი კულტურისა და ინტელექტის დონის კანდიდატები.
ეს მართლაც რთული პრობლემაა, მაგრამ როგორც ვხედავთ, პრემიერის კენკვა არც მთლად უშედეგოდ დამთავრდა და, ყველა თუ არა, რამოდენიმე მარგალიტი მაინც ამოუკენკია. დანარჩენები, შეიძლება მთლად მისი დონისა არ არიან, მაგრამ არც ძალიან უფრო მაღლა დგანან. რაც მთავარია, ისინი განსაკუთრებით კარგად ფლობენ ფარისევლობისა და მლიქვნელობის ხელოვნებას.
ასე რომ მზად არიან მწყობრი ნაბიჯებით გაემართნონ წინ - რუსეთისკენ!
როგორ ფიქრობთ, რამდენი გაყვება ამ ბატონებსა და ქალბატონებს, მეგობრებო?“.