
საქართველოში რუსული ემიგრაციული სამსახურის ერთერთი წარმომადგენელი, სასულიერო პირი ბესარიონ ტუღუში პატრიარქის მოსაზრებას ეხმიანება იმის თაობაზე, რომ ზოოპარკი ცოდვიან ადგილასაა აშენებული. სასულიერო პირი ე.წ. ჩიპიან პასპორტებთან დაკავშირებითაც მიმართავს სამღვდელოების ნაწილს.
„მოგესალმებით, ჩემო კეთილებო. არ მინდოდა არაფრის დაწერა კრიტიკულის, რადგანაც ამხელა ტრაგედია დატრიალდა თბილისში, ღმერთმა აცხონოს მათი სულები. მაგრამ უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება სამღვდელოებისა და საპატრიარქოს განცხადებები, სიშტერის აპოგეაა უკვე.
თქვე დალოცვილებო, რომ აცხადებთ, ეკლესიის ზარები გადაადნეს დაიმ ფულით აშენდა ზოოპარკი და იმიტომ მოხდა ეგო, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ? ეკლესიების 70% „კანონიერი ქურდების“ აშენებულია, მოპარული და ნაყაჩაღარი ფულით, მივიდეთ მაშინ და დავანგრიოთ ეკლესიები, რადგან ცოდვიანი ფულითაა აშენებული.
საპატრიარქოს შენობა, სადაც ახლა ეგ ქვაბ-ავაზაკები არიან გამაგრებულები, უშიშროების შენობა იყო, სადაც უამრავი ადამიანია ნაცემი და ათასი საზიზღრობა ხდებოდა იქ. გამოვყაროთ მაშინ იქედან ეგ ეპისკოპოსები და მავანნი - ცოდვიანი სახლია.
რა საშინელება ხდება: ქრისტე კაცთმოძულე გამოჰყავთ ამ ავაზაკებს. ზიან პარლამენტის წინ სამღვდელოება და გაიზახიან, არ გვინდა ჩიპიანი პასპორტებიო. ჩიპიანი პასპორტები კი არა, ის გააპროტესტეთ, სპისკოპოსები ნაშებში რომ დადიან, პიდარასტებით რო გაიტენა საპატრიარქო და სამების ტაძარი, 100.000 დოლარიანი ჯიპი თურმე ყოფილა ღვთის სათნო და ჩიპიანი პასპორტი სძაგს უფალს...
ვაი, თქვენს პატრონს, თქვენსას...ქრისტე სიყვარულია, თქვე ტვინგამორეცხილებო, გაიგეთ, რა... ქრისტე დამსჯელი ტერორისტი არ არის, ის სიმდაბლე, მოთმინება და მეგობრობაა. ხალხს ნუ აზმობირებთ და ნუ უშვებთ მთელ სამყაროს ჯოჯოხეთში. გასკდით უკვე, იმდენი ფული იშოვეთ და ხალხი მშიერია და აი დი ბარათი არის თურმე ჯოჯოხეთი...
მახათას მთაზე რომ მილიონებს ხარჯავთ ტაძრის აშენებაში, ის მილიონები, ჯობდა უპატრონო ბავშვებისთვის მიგეცათ და თავშესაფარი აგეშენებინათ და ერთი ადამიანის გადარჩენა იქნებოდა ღვთისთვის სათნო. ამდენი მშიერი გყავთ ქვეყანაში და ამ საცოდავ ხალხს პენსიის ფულს ადებინებთ, რომ მღვდლები გაძღნენ.
ხალხო, არ მოუსმინოთ ამ ავაზაკებს, ეგენი თქვენ გაზომბირებენ და იტყუებიან: ქრისტე სიყვარულია, ქრისტე სიხარულია. იყავით სიყვარულით ერთმანეთის მიმართ, გიყვარდეთ თქვენი ოჯახები, დაეხმარეთ გაჭირვებულებს და ეგაა ქრისტეს ფორმულა. ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ არასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. სიყვარულია ყველაფერი, მორჩა, დაანაბეთ თავი ამ გაბურძგნულ ავაზაკებს, რომელსაც მაცხოვარი უსამა ბინ ლადენად გამოჰყავთ, თვითონ კი დაგულაობენ ზევით-ქვევით, არ იკლებენ არაფერს.
არქიფოებო, თქვენი დრო მალე დამთავრდება... გენაცვალეთ გულში, ქართველებო!“, - წერს სასულიერო პირი.