
საქართველოს ექსპრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მის სიტყვასა და გამოცდილებას ფასი აქვს, ეს კი [ენმ-ს ლიდერებს] აშფოთებთ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
„საზოგადოებამ კარგად აკრიფა, თქვენც კარგად, ჟურნალისტებმა. მთავრობაც თვითონ ცდილობს და იციან, რომ თამასა ძალიან მაღლაა აწეული. როდესაც ამბობენ, რომ მე კულისებიდან ვმართავ, სწორედ ეს აქვთ მხედველობაში, ჩემი აზრით, რომ მე ჩემი მხრიდან, ჩემი პიროვნება, საზოგადოების რიგითი წევრი, ამ მხრივ ძალიან ვამაღლებ საზოგადოებას, მე მაქვს გარკვეული გამოცდილება, ვიცი კარგი ანალიზი.
ჩემს სიტყვას აქვს კარგი ფასი და ეს აშფოთებთ სწორედ და ეს მიაჩნიათ სწორედ, რომ ვმართავ კულისებიდან. არაფერსაც არ ვმართავ კულისებიდან და არასდროს არ ვარღვევდი კანონს და არ ვაკეთებდი იმას, რასაც არ ვაცხადებდი საჯაროდ. ასე მიცხოვრია ყოველთვის. ეს აქვთ მხოლოდ მხედველობაში. რომ ჩემს სიტყვას აქვს გარკვეული წონა...“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.