
მსახიობი ზურა პირველი ზოოპარკის ცხოველების დაღუპვისა და, ცალკეულ შემთხვევებში, ლიკვიდაციის ფაქტს ეხმიანება და 2008 წელს პოლონეთში მომხდარ წყალდიდობას იხსენებს:
„2008 წელს პოლონეთში ძალიან დიდი წყალდიდობა იყო, რამდენიმე სავოევოდო დაიტბორა. მსხვერპლი იმდენად დიდი იყო, რომ დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებთათვის ეროვნულმა ბანკებმა სესხის პროცენტები შეამცირეს და ზოგი სესხი საერთოდ გააუქმეს.
როცა წყალი ვარშავას მიადგა, საფრთხე შეექმა ზოოპარკს: სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შეუძლიათ, გადაიყვანონ ცხოველები უსაფრთხო ადგილას, მაგრამ მათი უმრავლესობა ვერ გაუძლებს გადაადგილებას. ზოგი კი (განსაკუთრებით მტაცებლები) ვერ გადაიტანს ტრაკვილიზატორებს და სტრესს.
იმ ღამეს მთელი ვარშავის მოსახლეობა გამოვიდა ქუჩაში (მოხუცებიც და ბავშვებიც) და ერთ ღამეში უზარმაზარ ზოოპარკს გარშემო "გალავანი" ამოუშენეს ქვიშიანი ტომრებისგან. არცერთი ცხოველი არ დაზარალდა!!!
მაშინ გავიფიქრე, თბილისშიც ასე მოხდებოდა ნამდვილად მეთქი!
ადამიანთა მსხვერპლი არანაირ კავშირში არაა ცხოველთა მსხვერპლთან - მათზე ზრუნვა ერთმანეთს არ გამორიცხავს!
წამოიყვანო ცხოველი თავისი სამშობლოდან და გალიაში ჩასვა, იმიტომ რომ შენ გაერთო... და მერე, როცა გაგიჭირდება, ჩაცხრილო - ეს არის უზნეობა!..“, - წერს ზურა პირველი.