ზოოპარკის დირექტორი კათოლიკოს-პატრიარქს პასუხობს

Image

ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადების საპასუხოდ "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ზოოპარკის ადგილმდებარეობა მართლაც უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა იმიტომ, რომ იქ ზარები იყო გადადნობილი.

 

"...უნდა შეიცვალოს, დღეს კიდევ უფრო ღრმად ვარ დარწმუნებული ამაში, ეს ძალიან ცხადად დავინახეთ ყველამ. მაგრამ რატომ უნდა შეიცვალოს? არა იმიტომ, რომ ზარები იყო გადადნობილი და იქ ბრინჯაოს ვოლიერი გვქონდა, მე არ ვიცი ზარები როგორ კეთდება შუშებისა და ფიცრებისაგან, არაფერი მსგავსი აქ არ იყო... არ ვიცი რისთვის იყო საჭირო ამ განცხადების გაკეთება", - განაცხადა გურიელიძემ.

 

შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ თბილისის ზოოპარკი დაარსდა ეკლესიებისა და მონასტრების ნგრევის ხარჯზე და ამიტომ იმ ადგილას, სადაც ის მდებარეობს, ზოოპარკი ვერ გაიხარებს.

"მოხდა საშინელი ტრაგედია საქართველოში. ღვარცოფის, ნიაღვრის და წვიმის შედეგად დაიღუპა ხალხი. განადგურდა ზოოპარკი. თავისი ადგილებიდან გადმოვიდნენ ცხოველები და საშიში გახდნენ ადამიანებისთვის. თქვენ ალბათ არც გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ იყო მცირე ინფორმაცია ზოოპარკის შესახებ.

 

როცა კომუნისტები საქართველოში შემოვიდნენ და ქრისტიანებისა და სამღვდელოების დევნა და ეკლესიების და მონასტრების ნგრევა დაიწყეს, იყო დაწერილი ბრძანება, რომ მონასტრებიდან და ტაძრებიდან უნდა ჩამოეყარათ ზარები, გადაედნოთ ისინი და ამ ფულით, რასაც მოიპოვებდნენ, დაარსებულიყო ზოოპარკი.

 

ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად. ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს. ეს ზოოპარკი უნდა გაუქმდეს და სხვაგან უნდა დაარსდეს ახალი ზოოპარკი, რადგან ეს ზოოპარკი ცოდვაზეა დაარსებული. ბევრს ეს არ ახსოვს და ინფორმაცია. უნდა გვახსოვდეს, რომ ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. ვწუხვართ, რომ ქართველი ადამიანი იმდენად დაეცა, რომ საეკლესიო ზარების ხარჯზე და მათ განადგურებაზე ზოოპარკი დააარსეს.

 

აი, ამის შედეგი. დაიღუპნენ ადამიანები და განადგურდნენ ცხოველები", - განაცხადა ილია მეორემ, ხოლო მოგვიანებით ის ზოოპარკის მიმდებარე ტრრიტორიაზე მივიდა და თბილისის მერთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სანთლები აანთო.

 

თინათინ კიღურაძის ფოტო

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !