-
2015-06-01 02:03
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის საკითხს განიხილავს და ამ ფონზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, მისი განცხადების გამო, "მოლაპარაკე სარეველას" უწოდებს.
"უკრაინა, რუსული სამხედრო-ტერორისტული აგრესიის მსხვერპლი, ომშია. პრეზიდენტი პოროშენკო და პრეზიდენტი სააკაშვილი ომში არიან. რუსეთის შემდეგი სამიზნეები - მარიუპოლი, ოდესა, ნიკოლაევი. სასწრაფოდ საჭიროა ოდესის ოლქის უკრაინულ ბასტიონად გადაქცევა.
შესაბამისად პოროშენკოს და სააკაშვილს, და არავის უკრაინაში, იურიდიული კაზუისტიკის დრო არ აქვთ. სწორი და არაორდინალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ამ ფონზე "მოლაპარაკე სარეველა" მარგველაშვილი აცხადებს: "ნეგატიურად მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება. ყოფილ პრეზიდენტს არ უნდა დაეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას და პრეზიდენტის ინსტიტუტს".
ქვეყანას შეურაცხყოფას აყენებს ის, რომ ეს არაფრის მაქნისი "პრეზიდენტად" იწოდება", - წერს გრიგოლ ვაშაძე.