-
2015-05-25 22:26
"ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ პარტიის ოთხმა წევრმა უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.
“ეს არის საკმაოდ არასერიოზული, უპასუხისმგებლო და ინფანტილური განცხადება. ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციურ ძალაში ყოფნა არის ძალიან საპასუხისმგებლო, მაგრამ ზურაბ ჯაფარიძემ ვერ გაუძლო ამ პასუხისმგებლობას.
თუმცა ამით არაფერი არ იცვლება. ყველას ესმის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი ალტერნატივა. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ საერთო ჯამში ეს არაფერს არ ცვლის. “-განაცხადა მან.
შეგახსენებთ, ენმ დღეს პავლე კუბლაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ დატოვეს.