-
2015-05-24 22:40
უღმერთობა თანდათან ხდება უკრაინის სახელმწიფო რელიგია - ამის შესახებ სრულიად რუსთა პატრიარქმა კირილმა საკვირაო ქადაგებაზე, მაცხოვრის ტაძარში განაცხადა.
პატრიარქმა კირილმა დაამატა, რომ „უკრაინელი ხალხი ამ ყველაფერს გაუმკლავდება“. რუსთა პატრიარქის თქმით: „ჩვენ არ განვსჯით უკრაინელ ხალხს, ის ჩვენი სამწყსოა, მართლმადიდებელი ხალხია, რომელიც დნეპრის წყლის კურთხევის შემდეგ მართალ სარწმუნოებას მისდევს“.
პატრიარქის თქმით, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველდღე ლოცულობს, რომ უღმერთობა აღარ იჩენდეს თავს ხელისუფლების ქმედებებში“.
„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სწამდეს ან არ სწამდეს, ეს მისი არჩევანია, მაგრამ როცა უღმერთობა სახელმწიფო იდეოლოგია ხდება და შედეგად ადამიანები იხოცებიან, ხოლო ეკლესიები ინგრევა, ეს უფრო მეტია, ვიდრე იდეოლოგია“.
„ამას ჩვენი ეკლესია ღირსეულად გაუმკლავდა და უკრაინელი ხალხიც ღისრეულად გაუმკლავდება“, - დაამატა პატრიარქმა კირილმა.