-
2015-05-24 22:27
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ არსებობს კონკრეტული გეგმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დეპუტატად არჩევასა და 2016 წლის არჩევნების შემდეგ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას უკავშირდება.
„გარე ძალებს აწყობთ „ქართული ოცნება“ საერთოდ გაქრეს პოლიტიკური ორბიტიდან. სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს ვგულისხმობ. ჩვენ გვახსოვს, როგორც შეთანხმებულად მოიყვანეს ამერიკელებმა და რუსებმა სააკაშვილი ხელისუფლებაში, ასევე გვახსოვს, როგორ შეთანხმებულად წაიყვანეს.
სამი წლის განმავლობაში კონკრეტული სცენარი არ არსებობდა, მაგრამ ახლა არსებობს, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილი უნდა გახდეს დეპუტატი, ხოლო შემდეგ პარლამენტი პრეზიდენტად აირჩევს თუ პრემიერ-მინისტრად, ეს უკვე ტექნიკის საქმეა“, - ამბობს ხაჭაპურიძე.
მისივე ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს 2016 წლის არჩევნებამდე გამოუშვებენ. ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, მერაბიშვილს პოლიტიკური სტატუსიც მიანიჭონ. უფლებადამცველის განცხადებით, ახლა მუშაობენ, რომ ახალი ძალა არ გამოჩნდეს და „ნაციონალებს“ და „ოცნებას“ კონკურენტი არ ჰყავდეთ.