"კეთილ ადამიანს დავენანე და საკუთარი ქურთუკი მომაფარა" - თინა ხიდაშელი გავრცელებული ფოტოების შესახებ

Image

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი "ფეისბუქზე" თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ მის ფოტოებს ეხმიანება და ფოტოზე აღბეჭდილით აღშფოთებულებს უხსნის, რომ ქურთუკი მისი არ იყო და იქ მყოფმა ერთმა პირმა მოახურა, რადგან ძალიან ციოდა.

 

ხიდაშელი ასევე წერს, რომ მისი ევროპელი კოლეგების სხვა ფოტოები არაფერ შუაშია იმასთან, რაც გავრცელდა და მისი ფოტოების გავრცელებას იმის დასტურად იყენებს, რომ პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებსა და განცხადებებს წინასწარ, ცენზურის გავლის მიზნით არ განიხილავს.

 

თინა ხიდაშელი, რომელმაც განმარტება "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა, არაფერს ამბობს მტავარ პრეტენზიაზე: რატომ დგას მასსა და ჯარისკაცებს შორის პირადი დაცვის ოფიცერი და რატომ აქვთ მოხსნილი მჭიდები ჯარისკაცებს იარაღიდან და არის თუ არა ეს ჯარის მიმართ უნდობლობა.

 

"დავწერე, წავშალე, დავწერე, წავშალე. არადა პირობა დავდე ამ სივრცეში ისეთივე ინტენსიურობით დარჩენის შესახებ. არადა, დავწერე ამბავი ქურთუკის შესახებ, რომელიც მავანთ ჩემი გონიათ, ან არც გონიათ და უბრალოდ ამბობენ, ან ხვდებიან და არ ამბობენ რომ 20 ზომით დიდი ქურთუკი ჩემი ვერ იქნებოდა, ვერც იმით მივიდოდი და ეს ფოტო მაშინ არის გადაღებული როდესაც ერთ ერთმა იქ მყოფმა პირმა საკუთარი ქურთუკი გაიხადა და პრაქტიკულად ძალით მომახურა ვინაიდან საოცრად ციოდა;

 

იმაზე დაწერაც მინდოდა, რაც ვფიქრობ 2 ბწკარის წაკითხვით ნათელი გახდებოდა რომ რეპეტიციაზე ვიყავით და ის მშვენიერი ფოტოები რომელიც სხვა ჩემი კოლეგების დევს არაფერ შუაშია ამ ამბავთან;

 

უფრო კი იმის დაწერა მინდოდა, რომ ზოგიერთი პოსტის ავტორი სიმართლესთან ოდნავ მაინც ჩავლილი რომ იყოს თქვენ ამ ფოტოებს ვერასოდეს ნახავდით. თავდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე დადებული ყოველი ფოტო, ყოველი სიტყვა კონტროლზე მექნებოდა აყვანილი, დღედაღამ იმაზე ვიფიქრებდი როგორ გამოვიყურები ამა თუ იმ ფოტოზე, ან წერტილ-მძიმე როგორ არის დასმული ამათუიმ განცხადებაში.

 

თქვენი საყოველთაო აღშფოთების ფონზე როგორც ჩანს სამინისტროს პრეს სამსახურმა დღეს ზუსტად ისევე მოხსნა ის ფოტოები როგორც თავიდან დადეს. ალბათ, ამას უნდა უყურებდნენ და აკონტროლებდნენ ისინი ვისაც ევალებათ და საზოგადოებასთან თუ პრესასთან ურთიერთობას აგვარებს.

 

თუმცა სიმართლე უნდა გაგიმხილოთ, რომ ამისთვის არ მცალია. სიმართლე კი ის არის, რომ დილით გადავწყვიტე საკუთარი თვალით მენახა ყველაფერი სანამ სტუმრები მივიდოდნენ. წვიმა მოვიდა, საშინელი ქარი იყო და კეთილ ადამიანს დავენანე და საკუთარი ქურთუკი მომაფარა.

 

სულ ეს იყო.

 

იმედი მაქვს ამაზე დიდი პრობლემა არასოდეს გექნებათ ჩემთან.

 

და კიდევ ერთი სიმართლე, რატომღაც მეგონა ამ სივრცეში მაინც დაიყრებოდა იდეები, კონცეფციები, პრობლემები, მოგვარების გზები. მაგრამ როგორც ჩანს აქაც მხოლოდ "ამ გოგოს წონაში როგორ მოუმატია" (ეს სხვათა შორის თქვენზე მეტად მე მაწუხებს), ან "უიმე გრძელი საყურეები როგორც შეიძლება" (გამოგიტყდებით ძალიან მომწონს) და "მაგას რა ედარდება შვილები გახიზნული ყავს" (მართალია, შორს ვართ, აქვე ბახტრიონზე:) საუბრები ჭარბობს და კიდევ მეტი იქნება.

 

მე რა ხელი მაქვს ამასთან. შეგიძლიათ მიესალმოთ ან არა ქალ მინისტრს, დაიჯეროთ ან არა რომ ხანდახან მინისტრსაც შეიძლება შესცივდეს თუნდაც ის თავდაცვის იყოს, მაგრამ მაინც გულის კუნჭულში იმედს არ ვკარგავ რომ პირველი აღტკინების გადავლის შემდეგ გაგახსენდებათ რომ ქართული ჯარისა და ჩვენი თავდაცვისუნარიანობის შესახებ ჯანსაღი დისკუსია პრაქტიკულად არასოდეს ყოფილა ჩვენს ქვეყანაში და დასაწყებია.

 

წარმატებებს გისურვებთ თქვენც, საკუთარ თავსაც და პირველ რიგში ჩვენს სამშობლოს", - წერს თინათინ ხიდაშელი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !