-
2015-05-08 09:55
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წელიწადნახევრის განმავლობაში ნათქვამი 26 ტყუილი შეახსენა და ამის დასადასტურებლად ვებგვერდ „ფაქტჩეკიდან“ ამობეჭდილი მასალა წარმოადგინა.
პარლამენტის წევრმა პრემიერს ისიც სთხოვა, რომ ნუ დაამკვიდრებს უღირს საქციელს - კვერცხების სროლას, რაც ბოლო დროს „ქართული ოცნების“ ხელწერადაა ქცეული.
„ძალიან კრეატიული ხართ“, - ასე გამოეხმაურა პრემიერი გოგა ხაჩიძეს, როცა ამ უკანასკნელმა ჯიბიდან კვერცხი ამოიღო და მას უთხრა:
„სხვებსაც ჰყავთ ქათმები, კვერცხის შოვნა მათაც შეუძლიათ და კვერცხის სასროლ მანძილზე მიახლოებაც“.