-
2015-05-08 09:52
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში პრემიერმინისტრის სტუმრობის დროს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და მოუწოდა, ქვეყანას რაიმე სიკეთე მოუტანოს, თუნდაც, ვიზიტებით.
„მთავრობის მეთაურმა ყველაფერი უნდა სცადოს იმისთვის, რომ ქვეყანას რაიმე სიკეთე მოუტანოს. მიხეილ სააკაშვილის ერთი პრობლემა ის იყო, რომ თურმე დღე და ღამე დაფრინავსო. იფრინეთ, ბატონო ირაკლი, იფრინეთ. საერთოდ ნუ გაჩერდებით საქართველოში.
აგერ მინისტრები გყავთ. იარეთ, ოღონდ რამე სიკეთე მოიტანეთ ამ ქვეყანაში. თქვენ არც გაფრენიდან მოგიტანიათ სიკეთე და არც ადგილზე ყოფნით“, - უთხრა ბობოხიძემ პრემიერმინისტრს.