„კოკაიაზე ნაწყენი არ ვარ, მეცინება... თარიღიც ვიცი, როცა შევხვდებით და ხელს ჩამოვართმევ...“

Image

„ილია კოკაიაზე ნაწყენი არ ვარ, მის გამოსვლაზე და ბრალდებაზე მეცინება, მე არ მაქვს მასთან ცუდი ურთიერთობა, თარიღიც კი ვიცი - 6 ივნისი (სუპერთასის ფინალი, - რედ.), როცა ერთმანეთს შევხვდებით და ხელს ჩამოვართმევ“, -

 

ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ „ტვ ს“-ს ეთერში, ვახო სანაიასთან სტუმრობის დროს განაცხადა.

 

ზვიად სიჭინავამ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ხელმძღვანელის ილია კოკაიას ბრალდებას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ 2012 წელს, საქართველოს თასის ფინალამდე, სადაც ერთმანეთს გორის „დილა“ და „ზესტაფონი“ შეხვდნენ, მასთან შს მინისტრის მოადგილე და გუბერნატორი დავით კირკიტაძე მივიდნენ და „დილის“ სასარგებლოდ გარიგება შესთავაზეს, რასაც მან უარით უპასუხა.

 

ზვიად სიჭინავა გარიგებული მატჩების სკანდალსა და ამ ბრალდებით დაკავებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პირადად ის ვერანაირ შეფასებას ვერ გააკეთებს, ხოლო ორშაბათს, აღმასკომის შეკრებაზე გაკეთდება შეფასების სპორტული ნაწილი. ამასთან, სიჭინავამ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ჩაწყობილი თამაშების ბრალდებით წინა შემთხვევის დროს გამოვლენილი ფეხბურთელების მიმართ ფეხბურთის ფედერაციამ ამნისტია მოითხოვა:

 

„ეს არ უნდა გაგვეკეთებინა და ამისთვის ბოდიშს ვიხდით, ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ ქართული ფაქტორი, რომ ეს წამახალისებელი აღმოჩნდებოდა სხვებისთვის“, - აღნიშნა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა და ჩაწყობილი თამაშების პრობლემა დგას ფიფაშიც, უეფაშიც და ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი პოპულარულია.

 

ზვიად სიჭინავა იმ ბრალდებებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთის ფედერაცია ხელს აფარებს მსგავს საქმიანობაში შემჩნეულ პირებს და საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2012 წლიდან გაგზავნილი ოფიციალური წერილები წარმოადგინა, სადაც კონკრეტული კლუბების ტოტალიზატორებთან თანამშრომლობის შესახებ ეჭვია გამოთქმული, ხოლო ფედერაცია ამ ეჭვის დასაბუთებას ან უარყოფას პროკურატურას სთხოვს:

 

„აგერ, ბატონო, შემოვიდა წერილით მწვრთნელი, რომელიც წერს, რომ კლუბი, რომელსაც აქვს 350 ათასი ბიუჯეტი, არ შეიძლება, ფეხბურთელებს უხდიდეს ამხელა ანაზღაურებას და ისინი ჩარეული არიან ტოტალიზატორებთან გარიგებაშიო. ჩვენ რა გავაკეთოთ, როგორ გავარკვიოთ? ვაგზავნით ამ წერილს პროკურატურაში და ვწერთ - თქვენი ჭირიმე, იქნებ გაარკვიოთ, აქ რა ხდება და მოვკვეთოთ ეს ხალხი ქართული ფეხბურთიდან... სხვა რა უნდა ვქნათ, რა შეგვიძლია? დავიჭიროთ?

 

ანტიკორუფციულში მე პირადად რამდენჯერმე ვიყავი, რამდენჯერმე იყო მისული დიმა ბოკერია, რომელმაც მიიტანა იქ კონკრეტული ფაქტები ჩვენი ეჭვების შესახებ ამა თუ იმ სიტუაციაში. ჩვენ მეტი არაფერი შეგვიძლია. ერთხელ დავსაჯეთ ექვსი გუნდი, რომლებიც მერე მოვიდნენ პრეტენზიით, დაგვიმტკიცეთო.

 

მოგეხსენებათ, ამის დამტკიცება ყოველთვის ძნელია ხოლმე და სხვა ქვეყნებშიც წლობით იწელება. გამოძიების ჩატარება ჩვენი პრეროგატივა არ არის, ასეთი საქმეები შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ“, - აღნიშნა სიჭინავამ. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !