
გადაცემა "კვირის 2030" წამყვანი, არჩილ გამზარდია "ფეისბუქში" საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების გაშუქების "რუსთავი-2"-ეულ მეთოდს ეხმიანება.
"მილოშევიჩს ან ჩაუშესკუს რომ ტელევიზია ჰქონოდა, ისეა რუსთავი 2-ის ამბავი... ადამიანები, რომლებიც საკუთარი სამშობლოსა და საზოგადოების წინააღმდეგ გამოდიოდნენ ყოველთვის და პარტია, რომელიც ლამის საკუთარი ხალხის გენოციდს ბევრს არ აკლებდა, ახლა სხვას მიანიშნებს.
საოცრებების ქვეყანაში ვცხოვრობთ. ალალია ნაციონალები დაბრუნდნენ რა... ნაწილს მიგვახვრიტავენ, ნაწილს ციხეებში ამოალპობენ და ნაწილსაც მონებად აქცევენ....
მერე გამოხატოს ვინმემ პრეტენზიები, გაბედოს..."