დავით ზურაბიშვილი: როცა უკმაყოფილო ხარ ცხოვრებით და ვიღაც გიმტკიცებს, კარგად ცხოვრობ და ვერ ხვდებიო...

Image

რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი "არჩევანთან" დაკავშირებულ კრიტიკასა და მოსაზრებებს ეხმიანება და წერს, რომ თუნდაც გადაცემა პროპაგანდისტული იყოს, პროპაგანდა ვერ მოიგონებს პრობლემას, თუ ის არ არსებობს. 

"იმდენჯერ შემხვდა გუშინდელი "არჩევანის" გამო აღშფოთებულ-შეშფოთებულ რეპლიკები, რომ ამ ამბავს ცოტა ვრცლად უნდა შევეხო.

 

წარმოიდგინეთ, რომ რუსთავი-2 ყოველდღე აკეთებდეს პროპაგანდისტულ სიუჟეტებს და გადაცემებს, სადაც შეეცდებოდნენ დაემტკიცებინათ:

 

ა) დავით უსუფაშვილი ქარაფშუტა და სულელია.

 

ბ) ბიძინა ივანიშვილს ბიზნესში არაფერი გაეგება.

 

გ) ზვიად ძიძიგური არის აღვირახსნილი ჰედონისტი.

 

დ) თეა წულუკიანმა არ იცის ფრანგული.

 

ე) სოზარ სუბარი მექრთამეა და ლტოლვილებს წილებში უჯდება.

 

ვ) ლუკა კურტანიძე იყო ძალიან სუსტი მოჭიდავე.

 

ზ) სერგეენკოს უწყების საქმიანობით ხალხი აღშფოთებულია.

 

დაიჯერებს ვინმე?

 

ცხადია, ასეთ პროპაგანდას არანაირი ეფექტი არ ექნება, უკუეფექტი კი აუცილებლად. 

 

და ეს ასე იქნება იმიტომ, რომ რეალობას საინფორმაციო საშუალება არ ქმნის და საზოგადოებრივი აზრი არ იქმნება ცარიელ ნიადაგზე, მარტოოდენ პიარის და პროპაგანდის საშუალებით. ნებისმიერი ეფექტური პროპაგანდა დაფუძნებულია არსებულ რეალობაზე და არსებულ განწყობებზე. სხვანაირად რომ ვთქვა, პროპაგანდა ვერ მოიგონებს პრობლემებს. პროპაგანდას მხოლოდ უკვე არსებული პრობლემების უფრო მწვავედ და მძიმედ წარმოჩენა შეუძლია.

 

საუკეთესო პასუხი ასეთ პროპაგანდაზე არ არის იმის მტკიცება, რომ ყველაფერი გადასარევადაა და მხოლოდ საზიზღარი პროპაგანდისტი უბნევს ხალხს ტვინს. პირიქით, ასეთი მიდგომა არის ყველაზე არაეფექტური, რადგან თუ პროპაგანდა ეფუძნება არსებულ განწყობებს და არსებულ პრობლემებს (და ეს ყოველთვის ასეა), მაშინ იმის თქმა, რომ ეს განწყობები არ არსებობს და გამოგონილია, კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას მატებს პროპაგანდას.

 

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უკმაყოფილო ხართ ცხოვრებით, ამ დროს კი ვიღაც გიმტკიცებს, კარგად ცხოვრობ, მაგრამ ვერ ხვდებიო. როგორ ხასიათზე დადგები?

 

და საუკეთესო პასუხი ასეთ პროპაგანდაზე არის არა პრობლემის უარყოფა, ან მითუმეტეს "ეგ სისხლისმსმელები ხმას როგორ იღებენ" პოზიციიდან აღშფოთებები, არამედ არსებული პრობლემების გადაჭრისთვის მზაობის დემონსტრირება.

 

კი ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ პროპაგანდა ზედმეტობებში გადადის, შეგნებულად ამძიმებს სურათს და ა.შ. მაგრამ მთავარი ეს კი არაა. მთავარია ის პრაქტიკული ნაბიჯები, რასაც არსებული პრობლემების გადაწყვეტისთვის დგამ და ამ პროცესში საზოგადოებასთან კომუნიკაცია.

 

წესით ასეთი ელემენტარული რაღაცეების განმარტება არც უნდა მჭირდებოდეს, მაგრამ რას იზამ? ამასაც რეალობა ითხოვს. "

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !