რეალობის აღწერა, შოუ თუ პროპაგანდა: ვინ როგორ გამოეხმაურა „არჩევანში“ ნაჩვენებ „ხალხის ხმას“?

Image

გადაცემა „არჩევანმა“, სადაც „რუსთავი-2“-მა მაყურებელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ყოფა უჩვენა, სხვადასხვაგვარად გამოეხმაურნენ საზოგადოებაში ცნობილი პირები.

 

პირველი გამოხმაურებები გადაცემის დასრულებისთანავე, როგორც წესი, „ფეისბუქში“ დაიწყო. „აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ იმ პირთა დამოკიდებულებას და მოსაზრებებს, რომელთა პოზიცია მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს:

 

არჩილ გამზარდია: „ევროპაშიც შეიძლება მოიძიო მშიერი ადამიანები, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და ნებისმიერ ადგილას მსოფლიოში....

 

ამ ლოგიკით ყველა ქვეყნის ხელისუფლება "ამოსატრიალებელი" ყოფილა... მიკვირს იმ ხალხის, ვინც ამას რამე ფასს ადებს... დაახლოებით იგივეა, მშიერი ებრაელი მოეძიებინათ ნაცისტებს და ემტკიცებინათ, ჰიტლერი თუ გიშველითო...“. ;

 

ია ანთაძე: "რუსთავი 2"-მა დღეს ძალიან დამაჯერებლად აჩვენა, რომ ნამდვილად თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ყოჩაღ "რუსთავი 2"-ს და ყოჩაღ საქართველოს მოსახლეობას! რუსთავი 2-ს "ყოჩაღი" იმიტომ ეკუთვნის, რომ რესურსი არ დაიშურა ამის საჩვენებლად. საქართველოს მოსახლეობა კი ძალიან სწრაფად გამოსულა პოლიციურ-რეპრესიული სახელმწიფოს შოკიდან.

 

ნამდვილად არ მეგონა, ასეთი შედეგი თუ გვქონდა. ერთი მხრივ, ძალიან შეწუხებული ვარ, მაგრამ მეორე მხრივ თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ მოსახლეობა ასე მალე გამოვიდა ნაციონალური შოკიდან.

 

მე რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი ვიყო, აუცილებლად ვნახავდი გიორგი გაბუნიას დღევანდელ გადაცემას "რუსთავი 2"-ზე. ტელევიზიის პრიმიტიული პროპაგანდისტული ხერხების მიუხედავად, ძალიან საინტერესოა, რას ამბობს ხალხი. ნუ დაუხუჭავთ თვალს სიმართლეს.

 

...დღევანდელი გადაცემა რომ პროპაგანდისტულ მიზანს ისახავდა, ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ არც ერთი მომხრე სააკაშვილისა არ უჩვენებიათ სამი საათის განმავლობაში. მხოლოდ ბიძინას მომხრეები და მისით გულაცრუებულები აჩვენეს. ასეთი რამ კი ბუნებაში არ ხდება - თუ სპეციალურად არ მოახდინე“.

 

თამარ კორძაია: „საინტერესოა ის, რომ ამ ტალახსა და წვიმაში, ამ გაღატაკებულ ხალხში, რომელთაც მართლა ძალიან უჭირთ, ტელევიზიის წამყვანები გახამებული, გაქათქათებული პერანგებით რომ დადიან. სხვაობა აშკარაა წამყვანებსა და რესპონდენტებს შორის. იმედია, თვითონაც კარგად გაეცნენ მათ ყოფას და მომავალ რეპორტაჟებში სხვაობა მათსა და რესპონდენტებს შორის, ასეთი თვალისმომჭრელი აღარ იქნება...“;

 

გიორგი მოსიაშვილი: „რუსთავი-2 მთელი სიმძლავრითაა ამუშავებული... პრაქტიკულად "ყაზარმულ" მდგომარეობაზეა გადასული...ცუდი ისაა,რომ ხელისუფლება ვერ სწავლობს ჭკუას...მე რეგიონში ვცხოვრობ და აქ ვუყურებ რაც ხდება...რამდენი ვიცი გამგებლის მოადგილე,საკრებულოს თავმჯდომარე თუ მისი მოადგილე,სამსახურის უფროსები პირდაპირ საბოტაჟში არიან ჩართულები...გასაგებია,რომ ზოგადი ეკონომიკური ვარდნაა,მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით რასაც მეხუთე კოლონა აკეთებს,რომლებიც სხედან რბილ სავარძლებში და მიშას სურათები ბოლო უჯრიდან პირველში გადმოიტანეს...“;

 

ზაზა ბიბილაშვილი: „რა, განა ეჭვი შეაქვთ, რო ხალხს მაგრად უჭირს - რას ბრძანებთ! უბრალოდ, რუსთავი 2-ის გამოკითხვის მეთოდოლოგია არ მოსწონთ. აი, ამას ან რაიმე მსგავსს რომ იტყვის ან დაწერს ადამიანი, მას უნდა უწოდო ჩვეულებრივი ქოცი და გამობრუნდე. GDS-ს ებარებოდეს...“

 

თამარ ჩერგოლეიშვილი: „არ მეცალა და არჩევანი ვერ ვნახე, მაგრამ Facebook-ზე რეაქციებით თუ ვიმსჯელებ, უახლოეს მომავალში ხალხის გამოკითხვის კრიმინალიზების ინიციატივას უნდა ველოდოთ. მითუმეტეს გასულ კვირას უკვე თქვა ბრძენთა ბრძენმა რომ გამოკითხვები, ხალხის, როგორც ძალაუფლების წყაროს არამიზნობრივი გამოყენებაა“.;

 

მამუკა კუდავა: „2012 წლის 1 ოქტობრის არჩევნებამდე 1 თვით ადრე იყავი ჩამოსული საქართველოში, აქ არ ვცხოვრობდი. მეგობრებმა მითხრეს, აბა გაიკითხე შენს გარშემო ჩვეულებრივ ხალხში, ვინმეს თუ მოძებნი, ვინც ნაციონალებს ხმას აძლევსო. მართლა ვერავინ ვნახე. ძალიან გამიკვირდა, აშკარად რეალობისგან მოწყვეტილს. ეხლაც დაახლოებით იგივე ხდება, ძნელად ვპოულობ ვინმეს გარშემო, ვისაც ოცნება მოსწონს, ნელნელა შემომეფანტნენ.

 

ერთმა ქოცმა – ბიძინა თავის ტყუილებში დაიკარგაო, მეორემ – რეალობა დაკარგაო, მესამემ – აშკარა ფოქსქეჩერიაო, მეოთხემ – კარგად თვითონ რომ არის, ჰგონია ყველა ეგრეაო, მეხუთემ – შოკუნიაში ვარო, მეექვსემ – გვეკაიფებიანო, მეშვიდემ – არ შეუძლიათ, რა ქნანო და ა.შ. ძალიან დიდი განსხვავება ისაა, რომ ნაციონალებს 7-8 წლის თავზე დაემართათ ის, რაც ოცნებამ 2 წელში „მოახერხა“. მოკლედ, თუ ასე თუ გაგრძელდა, 2016 წლის არჩევნებზე კრიტიკული მასა ნამდვილად იქნება ოცნების წინააღმდეგ“.;

 

დავით პაიჭაძე: „დღევანდელი "არჩევანი" პოლიტიკურ პარტიებს ძალაუნებურად სთავაზობს არჩევანს: გააგრძელონ მოსახლეობის ცდუნება პატერნალისტური სოციალიზმით ("მოვა ახალი მთავრობა და ყველაფერს გაგიკეთებთ ამათგან განსხვავებით") ან პატიოსნად უთხრას რაღაცა, ჩერჩილის მსგავსი - არაფერს გპირდებით შრომის, ოფლის და წვალების (ახლა სისხლი და ცრემლი არ გვინდა) გარდაო.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე მოსულია დრო, კარგად დამუშავებული მიდგომები (ჩვენში ალტერნატივებს რომ ეძახიან), გასაგებად და ხშირად შესთავაზონ მოქალაქეებს. ერთმანეთთან, ოპონენტებთან და თვით თანამოაზრეებთან ლაპარაკს მომავალ ამომრჩეველთან ლაპარაკი სჯობს.

 

გაიხსენეთ, ბიძინამ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე დაიწყო...“;

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი: „წარმოგიდგენიათ, რამდენჯერ ინანებს მილიარდერი ივანიშვილი იმას, რომ 2012 წლის ბოლოს არ დალუქა "რუსთავი 2" ?“.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !