-
2015-05-06 14:56
ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს, რომ საქართველოს მთავრობა არასდროს ყოფილა ისეთი არაკომპეტენტური, როგორიც ახლაა.
„არასდროს საქართველოს მთავრობა არ ყოფილა ასეთი არაკომპეტენტური. პირველ რიგში ეკონომიკაში. შევარდნაძის დროსაც კი.
შევარდნაძის დროს იყო უფრო კორუმპირებული.
1994 წლიდან 2008 წლამდე სავალუტო ფონდს საქართველოში ჰქონდა პროგრამა, რომლის ფარგლებში უმკაცრესი კონტროლი იყო დაწესებული ბიუჯეტზე და ეროვნული ბანკის ფულად პარამეტრებზე. მათი დარღვევა იწვევდა ტრანშების გადავადებას, რასაც მოჰყვებოდა მინისტრების ცვლილება.
დღეს მთავრობას არ ჰყავს ზედამხედველი. სრული თავისუფლება აქვთ მოქმედებაში და უპასუხისმგებლობაში.
ისიც კი არ იცოდნენ, რაზე, როგორ და რა დროში ახდენს გავლენას ეროვნული ვალუტის გაუფასურება.
ახლა ხვდებიან რაღაცას.
ახლაც წარმოდგენა არა აქვთ, თუ რა უნდა მოიმოქმედონ.
ვერ აცდებიან სავალუტო ფონდის მკაცრ ხელს. ამისთვის ჯერ ფონდის პაციენტად გახდომაა საჭირო! სამწუხაროდ!..“