-
2015-05-06 14:53
მამა პეტრე კვარაცხელია, იგივე პეტრე კოლხი გიორგობის დღესასწაულის აღნიშვნის ზოგიერთ თავისებურებაზე „ფეისბუქის“ მოკლე სტატუსში ამახვილებს ყურადღებას და საინტერესო აზრს გამოთქვამს:
„წმინდა გიორგი იმიტომ აწამეს, რომ კერპთაყვანისცემა მოსთხოვეს და მან უარი განაცხადა. ჩვენთან კი გიორგობა წარმართულ დღესასწაულს დაამსგავსეს და დიდმოწამე იმდენჯერ ეწამება, რამდენჯერაც ცხვრის სისხლით შეიღებება ტაძრის ეზო და საკურთხეველი.
ვფიქრობ, დიოკლეტიანეს მეტი მიმდევარი ჰყავს, ვიდრე ტყვეთა განმათავისუფლებელს...“, - წერს მამა პეტრე.