-
2015-05-04 23:36
გადაცემაში „კვირის 2030“ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი-2“ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა სიცრუის ტირაჟრებაში და აღნიშნა, რომ ბევრი ჟურნალისტი მისი ,,პროპაგანდის მსხვერპლი“ ხდება.
ივანიშვილმა ამის მაგალითად ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი მოიყვანა, რომელიც ექსპრემიერის თქმით, მისი საყვარელი ჟურნალისტია.
"მაგალითი მოვიყვანე მეტრეველის, ჩემი საყვარელი ჟურნალისტია მეტრეველი, მე ვფიქრობ ისიც მსხვერპლია, როდესაც ესეთ პროპაგანდისტულ მანქანის ნაწილად ჩნდება და სვამს კითხვას რომელიც ჟურნალისტმა არ უნდა დასვას, აშენდეს თუ არ უნდა აშენდეს, გადაიღოს გოგა ხაინდრავამ ფილმი თუ არ უნდა გადაიღოს" - განაცხადა ივანიშვილმა.