-
2015-03-16 11:44
"ადამიანზე, რომელსაც დასანახად ვერ იტანს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც ბომბებს ესვრის ქვეყანას, რომელიც ნელ-ნელა აცეცებს საცეცებს ჩვენკენ და ნელ-ნელა გვართმევს ტერიტორიებს(ვლადიმირ პუტინზე, - რედ.), ამ ადამიანზე ამბობთ, ნეტა ჩემი მეგობარი იყოსო, რა გინდა მაგით თქვა?", -
მსახიობმა დუტა სხირტლაძემ ეს შეკითხვა მოსკოვში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენს მიხეილ ხუბუტიას გადაცემაში "იმედის კვირა" დაუსვა.
"მე ვარ დუტა სხირტლაძე!", - უპასუხა ბიზნესმენის შეკითხვას წამყვანმა, როცა ის დაინტერესდა, ვის ესაუბრებოდა, - "და მხოლოდ ჩემი სახელით კი არა, იმ ადამიანების სახელითაც გელაპარაკებით, რომლებმაც, როცა გაიგეს, ხუბუტია ცემეს რესტორანშიო, "ვახ, მაგათ მარჯვენას ვენაცვალეო!", - ასე იძახდნენ. ამათი სახელითაც გელაპარაკებით...".