
"ის, რომ 2030 წლისთვის ჩვენი ეკონომიკა იქნება იტალიისა და ესპანეთის დღევანდელ დონეზე, ეს უკვე ცუდი არაა“,
ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „კვირის 2030“ განაცხადა. მისი თქმით, „საზოგადოება „2030“ და, გარკვეულწილად, გადაცემაც, რომლის სახელწოდება არაა შემთხვევითი, იმას ემსახურება, რომ 2030 წლისთვის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ევროპის წამყვანი ქვეყნების დონეს გაუტოლდეს“.